ჩრდილოეთის კვანძი მერვე სახლში

    0
    9127

    ეს ადამიანი ცვლილებებს რთულად ეგუება, ბუნებით ჯიუტი და ხისტია, არ უყვარს, როცა ასწავლიან როგორ მოიქცეს. რომც იცოდეს მიზნამდე მისვლის გაცილებით მარტივი და ნოვატორული გზა, მაინც ჩვეული ფორმით ეცდება ამის გაკეთებას, რაც, ბუნებრივია, ცხოვრებას საგრძნობლად ურთულებს. ბევრი მყარი ღირებულება და პრინციპი აქვს, რომელსაც ასევე მთელი სიჯიუტით იცავს და უძნელდება გადახედოს მათ.  საჭიროა გაარღვიოს ეს უსაფრთხოების ზონა, გახდეს გაცილებით მოქნილი და ეფექტური, გარისკოს.  უნდა გაიხსნას სამყაროს ენერგიისადმი და მიანდოს მას თავი. ნებისმიერი სახის რუტინა სასიცოცხლო ენერგიას გამოაცლის.

    მოუწევს ისწავლოს ზომიერების დაცვა გაცემასა და მიღებაში — არასოდეს გასცეს ზედმეტი და არასოდეს სცადოს ზედმეტის მიღება თავად. ყოველთვის ურთულდება უსაფრთხოების ზონიდან გასვლა, ცდილობს აირიდოს ცხოვრებისეული გამოწვევები თავიდან, არადა წინსვლისთვის სწორედ ეს სჭირდება — გაექცეს რუტინას, მომართოს თავი აქტიური ქმედებებისკენ, არ შეეშინდეს სწრაფად მანევრირების, ახალი გზების მოსინჯვის, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის პოვნის. ევალება წინა პლანზე  სულიერება გამოიტანოს, მიჰყოს ხელი თვითჩაღრმავებას, ამის ფონზე კი შემგროვებლობის და მომხვეჭელობის ინსტიქტმა უკან უნდა გადაიწიოს. ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევაზე ღირსეული პასუხი მის პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია