ამ ადამიანს სხვების გრძნობების სწორად აღქმა არ ეხერხება, ამიტომ მათთან რთულად ამყარებს ემოციურ კავშირებს, რაც საბოლოოდ ხდება შინაგანი მარტოობის მიზეზი. გამარჯვებისა და კონკურენციის დრაივი იმდენად ძლიერად აქვს გამოხატული, რომ ვერ ელევა ბრძოლის ცდუნებას. ეგოისტური დამოკიდებულებების გამო გარშემომყოფებისაგან ბევრი პრობლემა ხვდება, ისინი თითქოს სხვადასხვა ფორმებით სჯიან მას. სურს ბავშვივით ყურადღების ცენტრში იყოს, მაშინ, როცა თავითონ მხოლოდ საკუთარი თავით არის მოცული. ყველაფერს პიროვნულად იღებს.
ამ ადამიანს უამრავი პრობლემა ექმნება ურთიერთობებში. უნდა ისწავლოს თანამშრომლობა, დიპლომატია, მოლაპარაკებები, შუამავლობა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება. დაეხმაროს და დაუდგეს მხარში ახლობლებს ყოველგვარი ეგოისტური მიზნების გარეშე. აუცილებელია სხვისი გადმოსახედიდანაც დაიწყოს რეალობის აღქმა. ბალანსი მის ცხოვრებაში საბედისწერო მნიშვნელობას შეიძენს. მხოლოდ ასე შეძლებს ურთიერთობების ჰარმონიზებას. უმჯობესია ინიციატივა სხვებს დაუთმოს, საჭიროა მიხვდეს კომპრომისის არსსა და მნიშვნელობას. მან უნდა გაიაზროს მთავარი — ნებისმიერი ურთიერთობა ეწყობა ერთმანეთის საჭიროებების გათვალისწინებაზე და არა ცარიელ ეგოიზმზე. ეს ადამიანი სწორედ მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით მიაღწევს პიროვნულ ზრდას.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია