ჩრდილოეთის კვანძი მეექვსე სახლში

0
8775

სულიერი თვითსრულყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია მისთვის. იზიდავს არამატერიალური, მისტიკური სამყარო. როდესაც პრაქტიკული საკითხია შესასრულებელი — გარკვეული ტიპის რუტინა და გეგმები, მას ყოველთვის აქვს ერთი მიზეზი თავის ასარიდებლად. მეოცნებე, იდეალისტი და ფანტაზიორია. სჭირდება შინაგანი სიმშვიდე. მოსწონს მსხვერპლის როლში ყოფნა. სწორედ ახლა გადის პროცესს  შექმნას მსხვერპლის ოპოზიცია.  პასიური ტიპაჟია, რომელსაც  მრავალგანზომილებიანი შინაგანი სამყარო აქვს. მგრძნობიარეა და მარტივად ტკივა. არც თავად ცდილობს ატკინოს ვინმეს.   ძლიერი წარმოსახვა აქვს, მაგრამ როგორც წესი ეს უფრო უარყოფითად — ფობიებით და შიშებით ვლინდება. როგორმე უნდა ისწავლოს ფიქრი პოზიტიურად. ამაში დაეხმარება ის, რომ დაბადებით ფსიქოლოგია. აქვს ცდუნება ხლართოს ინტრიგები, რაზეც უარის თქმა მოუწევს. არ უნდა ცხოვრებდეს განმარტოებით, ნებისმიერ ფარულ საქმიანობას თავი უნდა აარიდოს.  მოეთხოვება კაცობრიობას მაქსიმალურად პრაქტიკული ფორმებით ემსახუროს.

საბედისწერო თემები მის ცხოვრებაში სამსახური და ჯანმრთელობა იქნება. უმაღლესი სტანდარტებით შრომის და სხვების მხრიდან აღიარების მიუხედავად მაინც შეიძლება აწუხებდეს დანაშაულის გრძნობა.  მიზნების მისაღწევად ცხოვრების პრაქტიკული ფორმებით ორგანიზება მოუწევს. სამუშაო პირობები მისივე ხელებით უნდა შექმნას, ყველაფერი გაწეროს და აღიქვას დეტალურ დონეზე, არ გამოეპაროს წვრილმანები, განავითაროს მკაცრი სამუშაო ეთიკა. ბევრჯერ შეეჯეხება დედლიანებსა და რუტინას. კონკრეტული შედეგების დასადებად ამ მატერიალურ სამყაროში მას სჭირდება შრომა. კონკრეტული მიზანი — კონკრეტული სტრატეგია — მკვეთრად განსაზღვრული დეტალები მუშაობის პროცესში. იგი გამგებიანი სხვების მიმართ და შეუძლია ძალიან სასარგებლო რჩევების გაცემა. უნდა მოუფრთხილდეს ჯანმრთელობას და დააბალანსოს მგრძნობელობა.

 

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია