ჩრდილოეთის კვანძი მეხუთე სახლში

0
9059

ეს ჰუმანური და ობიექტური ნატურაა, თუმცა ფარულად სხვებთან სიახლოვის ეშინია, სინამდვილეში ესაა შიში ზედმეტი სიახლოვის გამო არ გახდეს სუბიექტური და მიკერძოებული. თუ სადმე არაკომფორტულად გრძნობს თავს წარმატებით შეუძლია ააგოს უზარმაზარი კედელი, რომელსაც ვერავინ გადალახავს. თვითონ პატივს სცემს სხვების პირად სივრცეს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. აკლია პრაქტიკულობა, მისი მოლოდინები ხშირად  მეტისმეტად იდეალისტურია. რეალურ ქმედებებს ფიქრი ურჩევნია.

მძაფრი მოთხოვნილება ექნება გახდეს სასურველი ადამიანი და სიყვარულის ობიექტი. ჩვეულებრივ იტანჯება დაბალი თვითშეფასებით, უნდა ისწავლოს მოდუნება და ცხოვრებით ტკბობა, გამოათავისუფლოს კრეატიულობა და შემოქმედებითი უნარები, პირად ურთიერთობებში მეტად გაიხსნას. აიმაღლოს თვითრწმენა. უნდა დაეუფლოს ეფექტურად თვითგამოხატვისა და ექსპრესიის ხელოვნებას. კარგი იქნება თუ ჰობს აირჩევს საქმედ, ევალება სიყვარულში მოახდინოს სრულყოფილი რეალიზება და მეტი ყურადღება დაუთმოს ბავშვებს. როგორც წესი წარმატებას აღწევენ ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია