ჩრდილოეთის კვანძი მეოთხე სახლში

0
9034

ამ ადამიანს აქვს აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილება იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს. მისი პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან, სწორედ ამიტომ მათმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მიაყენოს როგორც ტრავმვა, ასევე გახდეს დიდი მოტივაციის საფუძველი. მას სჭირდება სტატუსი და დაფასება, კარიერული წინსვლა და წარმატებული სოციალიზაცია. თუმცა კვანძების ამ მდებარეობით ამ გამოცდის ჩაბარება, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახში მოუწევს. მთავარია ბალანსის პოვნა კარიერასა და ოჯახის წევრების მოლოდინებს შორის. თუ ისინი სათანადო პატივს არ სცემენ, ეს ამ ადამიანის თვითშეფასებაზე დამანგრევლად მოქმედებს.

პირველ რიგში საკუთარი შინაგანი მოთხოვნილებების სწორად გაცნობიერება უნდა ისწავლოს, ოჯახის როლი მის ცხოვრებაში აქტუალურია, მაგრამ მათი მოლოდინების მიხედვით საჭირო არაა ადამიანის გარდაქმნა, მან თავისი პიროვნული იდეა თვითონ უნდა იპოვნოს და განავითაროს. თუმცა აუცილებელია პატივი სცეს ტრადიციებს, ფესვებს, გენეტიკას. სამშობლოში, როგორც წესი, მეტის მიღწევის შანსი აქვს. უარი უნდა თქვას ძალაუფლებასა და სხვების კონტროლის სურვილზე, ეცადოს შეიქმნას მყუდრო საცხოვრებელი პირობები, რაც დადებითად იმოქმედებს მისი უსაფრთხოების განცდაზე.

 

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია