ჩრდილოეთის კვანძი მესამე სახლში

0
1388

ეს ადამიანი მთელი ვნებით კამათობს, ერთვება დებატებში, ამტკიცებს რაღაცას და რაც მთავარია, თავი ყოველთვის მართალი ჰგონია. აქვს საკუთარი ცოდნისა და იდეების გაზიარების დაუცხრომელი წყურვილი და ამავდროულად სხვებისათვის მოსმენა ურთულდება. სწორედ ამიტომ ბევრი მისთვის სასარგებლო ინფორმაცია ეპარება მხედველობიდან. ჩქარობს დასკვნების გაკეთებას, უყვარს, როცა ექსპერტის პოზიციაშია. მისი ცნობისმოყვარეობა ძლიერია, ყოველთვის მშიერია ახლა ცოდნასა და ინფრომაციაზე,  იცის როგორ იმეტყველოს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გადასცეს აზრი. ფილოსოფია და რელიგია მისთვის მარტივად აღქმადი სფეროებია.

მას მოუწევს მასწავლებლის პოზიციიდან გადაინაცვლოს მოსწავლის როლში, ისწავლოს მოსმენა და სხვების აზრების დაფასება. შეუძლია გადასცეს ინფრომაცია, მაგრამ ყოველგვარი შემგონებლური რიტორიკის გარეშე. ჭკუის სწავლება მისი მოვალეობა არაა. უნდა გახდეს მოქნილი იდეათა გაცვლის პროცესში, არ სჭირდება საკუთარი პოზიციის ყველაფრის ფასად დაცვა, უნდა მიიღოს და დაფიქრდეს გასხვავებულ აზრზე. ეყოს მოთმინება, რომ დააცადოს გარშემომყოფებს აზრის დასრულება. ვიდრე საკუთარ თავზე აიღებდეს ინფორმაციის გადამტანის ფუნქციას, ეს ინფორმაცია საჭიროა რამდენჯერმე გადაამოწმოს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია