ეს ადამიანი საკუთარ ემოციურ უსაფრთხოებას ყოველთვის თვითკონტროლით იცავს. მას შეიძლება ხშირად უღალატონ და ბოროტად გამოიყენონ მისი ნდობა. რისკიანია, უყვარს მძაფრი ემოციები. აქვს ადამიანებით მანიპულირების ცდუნება, რადგან ინსტიქტურ დონეზე ერკვევა ფსიქოლოგიაში. შესაძლოა გამოიხატოს სხვისი ქონებით ფინანსური სპეკულაციების ტენდენცია. კმაყოფილების განცდისთვის სჭირდება აღიარება სხვების მხრიდან. ადამიანებს გამჭოლად ხედავს და კითხულობს სტროფებს შორის.
მისთვის ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესი რთულად მიდის. მოეთხოვება სტაბილურობა, პროფესიის სწორად შერჩევა, მყარი და გარანტირებული შემოსავლების შექმნა საკუთარი სტაბილური, თანმიმდევრული შრომის ხარჯზე, არაა საჭირო ზედმეტი რისკები, უარი უნდა თქვას სხვისი ქონების მითვისების ცდუნებაზე, ერიდოს ყოველგვარ ფინანსურ თაღლითობას და სპეკულაციებს. მისი საქმე საჭიროა მაქსიმალურად პრაქტიკული და გამოსადეგი იყოს. მოუწევს ცხოვრების დაბალანსება ემოციური კუთხითაც, რადგან ზედმეტად მძაფრი შეგრძნებები ხელს შეუშლის თვითრეალიზაციაში.
საკუთარი შრომით მოპოვებული ქონება და ფინანსები მის ცხოვრებაში საბედისწერო თემაა. მას მხოლოდ ასე შეეძლება იგრძნოს შინაგანი კმაყოფილება. ეს მოუტანს დაცულობის შეგრძნებას, რაც მას ასე ძალიან სჭირდება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია