ჩრდილოეთის კვანძი მეთორმეტე სახლში

    0
    5339

     

    ეს ადამიანი თავდაუზოგავი მუშაკია, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს რუტინული შრომისგან. ყოველთვის რაღაცას აკეთებს ან აუმჯობესებს და ასე საკუთარ თავს მენტალურად ბოლომდე წურავს. პერფექცინოსტია, წვრილმანი შეცდომებიც საშინლად აღიზიანებს, არასოდესაა კმაყოფილი მიღწეული შედეგებით. კრიტიკულია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ზედმეტ წნეხში ექცევა დეტალების უამრავჯერ გაანალიზებით. ამან შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს. უნდა ისწავლოს მოდუნება და ეძებოს სულიერი სიმშვიდე. იგი გაცილებით წარმატებული იქნება თუ საქმეს კულისებს მიღმა, დახურული ტიპის ორგანიზაციაში გააკეთებს და არ წავა წინ ჩვეული იერარქიული საფეხურებით. მენტალური პრობლემებისაგან თავი რომ დაიხსნას მოუწევს მოდუნება. მას ურთულდება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გულწრფელად აღიარება, ურჩევნია ხედავდნენ მის მიერ შექმნილ იმიჯს, გრძნობებს ყოველთვის საიდუმლოდ ინახავს. მხოლოდ ორიოდე ახლობელმა თუ იცის რა ემოციები დუღს მასში. რეალურად მგრძნობიარე და დაუცველია, რომელიც სიყვარულს ელტვის, მისი გარეგნული სახე კი არის პიროვნება, რომელიც აკონტროლებს თავსა და ემოციებს. უნდა დაძლიოს ტრამვები, ისწავლოს თვითგამოვლენა, სხვების თანაგრძნობა. დიდ დახმარებას გაუწევს მედიტაცია, ბუნებასთან კონტაქტი, ფსიქოლოგია, სულიერი სწავლებები. ოკულტური და ეზოთერული ცოდნა მისთვის მარტივად აღქმადია. რაც მეტად გაუწევს სხვებს ფსიქოლოგის ფუნქციას და უთანაგრძნობს, მით მეტად ექნება პიროვნული ზრდის შანსი.

     

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია