ჩრდილოეთის კვანძი მეათე სახლში

    0
    3550

    ამ ადამიანს პირადი ცხოვრების აწყობის მძაფრი მოთხოვნილება აქვს, უსაფრთხოების და დაცულობის განცდისთვის ოჯახური კერა სჭირდება, მაგრამ ამით მხოლოდ იმას მიიღებს, რომ მოახდენს სოციუმისგან თვითიზოლაციას, მხოლოდ სხვების პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა მოუწევს, რაც არ ისე სახარბიელო სცენარია. უძნელდება საკუთარ თავზე ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღება, მისი თვითშეფასება დაბალია. ბუნებით პასიურია, ემოციურად სხვების აზრზეა დამოკიდებული და სულ თან სდევს წარუმატებლობის შიში. შეუძლია არ იქონიოს მცირე იმედიც, რომ სხვები მის ინტერესებზე იზრუნებენ. ზემგრძნობიარე ნატურაა, რომელიც სოციუმს საფრთხესავით აღიქვამს. იგი ოჯახურ მდგომარეობას ხშირად იყენებს თავის გასამართლებლად, თუ რატომ ვერ მიდის წინ კარიერულად.

    ქვეცნობიერად სძულს ავტორიტეტები და კონტროლი, მას აფრთხობს კიდეც ძლევამოსილი, სტატუსიანი ფიგურები, რადგან მისთვის უაღრესად რთულია ამხელა ძალაუფლების მშვიდად მიღება და გააზრება, ეს ხომ თავში პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს. ალბათ მიხვდებით რამდენად რთულად წარმოსადგენია ეს იმ ადამიანისთვის, რომელიც დაბალი თვითშეფასებით იტანჯება.

    უნდა ისწავლოს საკუთარი ცხოვრების მიმართულების დამოუკიდებლად განსაზღრა,  სოციალურ სტრუქტურებში მუშაობა, საკუთარ კარიერაზე ზრუნვა, ეცადოს მოიპოვოს პატივისცემა და სტატუსი, იყოს ძლიერი სტრატეგი, რომელსაც შეუძლია სიტუაციის მართვა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ცხოვრება ასეთ ვარიანტებს არაერთხელ შესთავაზებს. საჭიროა გახდეს მეტად თავდაჯერებული. როდესაც დასახულ კონკრეტულ მიზნამდე მივა, ეს თვითრწმენა მეტად გაიზრდება და ასე იქნება ყოველ ჯერზე.  მოეთხოვება მაღალი პროფესიონალიზმი.

     

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია