ამ ადამიანისთვის მთავარია მის გვერდით მყოფები თავს ბედნიერად გრძნობდნენ, ცდილობს დააკმაყოფილოს მათი სურვილები. მუდმივად უჭერს მხარს სხვებს. ინსტიქტურად გრძნობს რა სჭირდებათ მათ. არაფრად უღირს საკუთარი ინტერესების გაწირვა სხვების სასარგებლოდ. ყოველთვის მზადაა კომპრომისისთვის. არის მიდრეკილება გახდეს დამოკიდებული პარტნიორისა და მეგობრების შეხედულებებზე. იგი ახლა იზიდავს ისეთ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ ინტერესდებიან მისი შინაგანი მდგომარეობით.
უძნელდება იყოს ინიციატორი, აიღოს სადავეები ხელთ, იმოქმედოს სხვების აზრებისაგან დამოუკიდებლად საკუთარი ,,მინდას” გათვალისწინებით, უჭირს საკუთარი იდენტობის აღქმა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. არადა სწორედ ეს თვისებები მოეთხოვებ ახლა. უნდა ისწავლოს პირდაპირ და ნათლად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულებები, არ გაითვალისწინოს გარშემომყოფთა აზრი, არ დათმოს პირადი საჭიროებები და სურვილები ვინმეს სასარგებლოდ. საჭიროა გახდეს მეტად თავდაჯერებული. ურთიერთობებში კი აიღოს ინიციატორისა და ლიდერის როლი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია