აქ ლილიტი სხვებისგან ძალიან განსხვავებულად გრძნობს თავს. ის განსაკუთრებულია. ხალხი ისე აღიქვამს, რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი არ ესმით. უმეტეს შემთხვევაში სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და იტანჯება თავდაჯერების ნაკლებობით. ამის გამო, შესაძლოა გამოწვევა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად მიიღოს, რომ ამის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა ცდილობდეს ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვები და მის შესახებ ნებისმიერი პატარა ჭორიც კი აფორიაქებდეს.
მშვილდოსანი ცნობილია როგორც გულღია და კონფორმისტი ნიშანი. აქ კი ლილიტი კითხულობს – ვიყო თუ არ ვიყო კონფორმისტი? ვიყო თუ არ ვიყო ტიპური? შავი მთვარე შესაძლოა მოხიბლული იყოს ხელოვნური როლის თამაშით და მეორეს მხრივ უარყოფდეს ყველაფერს, რაც მის სოციალურ იმიჯთანაა კავშირში. რადგან მშვილდოსნებს იდეალების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ლილიტი ადამიანს მის ძებნას ავალდებულებს. ადამიანმა უნდა იპოვოს მისი საკუთარი რწმენა, იდეა, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ხშირად სულაც არ ეთანხმებოდეს იმ რელიგიურ დოგმებსა და სოციალურ იდეალებს, რომლებიც დამკვიდრებულია მის გარშემო. კონფორმისტებს ეგო სუსტად აქვთ განვითარებული, მან ფრთები უნდა გაშალოს, განვითარდეს და დროთა განმავლობაში გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი ხედვა შექმნას. მშვილდოსნური პოტენციალი ჭეშმარიტებისა და ცხოვრების იდეალების ძიებაში გამოიყენოს.
ტყუპი – მშვილდოსნის ოპოზიცია ყოველთვის დაავალდებულებს მას კონკრეტული ცხოვრება ჰქონდეს, მდიდარი გამოცდილება მიიღოს და გამოხატოს მისი მრავალმხრივი ინდივიდუალიზმი. არ დაანებებს ოცნებებით რეალობისგან გაქცევას. მან ერთიანი ხასიათი უნდა შექმნას. იდეა უნდა შექმნას. აქ არის ძლიერი სურვილი და პოტენციალი მოახდინოს ზნეობრივი გავლენა ადამიანებზე, მაგრამ ტყუპები არ დაანებებს ამ ძალის გამოყენებას, ვიდრე მიზანი არ იქნება კარგად განსაზღვრული და პირადულით მოტივირებული.
წარსულ ცხოვრებაში ის უკვე ცხოვრობდა სულიერ გარემოში. შესაძლოა ჰქონდა ძალიან მაღალი რელიგიური ავტორიტეტი და ისეთი განსაცდელები გაიარა, როგორიცაა ტყუილი, ღალატი და მუხანათობა. სული ინახავს დამსხვრეული იდეალების, გაცრუებული იმედების, იმ გადაჭარბებული რელიგიურობის ტრავმას, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდა. და ამ ინკარნაციაში შინაგანად ძალიან ბევრი შრომა მოუწევს რწმენის მოსაპოვებლად. შესაძლოა ათეისტურ გარემოში დაიბადოს და მარტოს მოუწიოს თავისი გზის პოვნა სულიერებისკენ, ან კიდევ დოგმებით მაცხოვრებელ ჯგუფში აღმოჩნდეს და მერე თავად მოუწიოს მარტოს ყველაფრის უარყოფა, იმ რწმენისგან გასათავისუფლებლად, ბავშვობიდანვე რომ ჩაუნერგეს თავში. რა კონტექსტიც არ უნდა იყოს, ადამიანი მიმართული უნდა იყოს სულიერი სრულყოფისაკენ სწრაფვისკენ, რადგან მშვილდოსანს ამის გარეშე არ შეუძლია.
სხვა კუთხით, მშვილდოსანი ლილიტი შესაძლოა მოხიბლული იყოს ან უგულებელყოფდეს იმ გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია შორეულ ქვეყნებთან, მოგზაურობასთან, გადასახლებასთან, რასიზმთან. პოზიტიურ გამოვლენაში კი შესაძლოა ადამიანს უყვარდეს მოგზაურობა, ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა და გახსნა. შესაძლოა იპოვოს ადგილი, რომელთანაც სულიერი ახლობლობა იგრძნოს, ადგილი, სადაც ის წარსულში ცხოვრობდა.
თუკი შავი მთვარე მშვილდოსნის დასაწყისშია, ადამიანი ეძიებს მოქმედების სფეროების, შემოქმედებითობის გაფართოებას, რომ საკუთარი თავი ახალ ჰორიზონტებს გაუხსნას.
თუკი მშვილდოსნის დასასრულსაა, ცხოვრებისეული იდეალები ცხოვრების დასაწყისშივე განისაზღვრება და შემდეგ მატერიალიზდება ცხოვრების განმავლობაში, გამოცდილების დახმარებით.
ცნობილი ადამიანები მშვილდოსანი ლილიტით: ჩე გევარა,ნაპოლეონ ბონაპარტე, დანტე ალიგიერი, ბილ გეიტსი, მონიკა ბელუჩი, ბრედ პიტი, ფრედი მერკური, პრინცი უილიამი, ბილ კლინტონი, ოდრი ჰეპბერნი, კარლ იუნგი, ელტონ ჯონი, ფედერიკო ფელინი, ჯოვანი კაზანოვა, მაო ძე დუნი, ანა ფრანკი, რიჩარდ ვაგნერი, მორგან ფრიმენი, ქრისტეფორე კოლუმბი, თეოდორ რუზველტი, რასელ ქროუ, ვანესა პარადისი, სანდრა ბალოკი და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია