ეს მძაფრი სურვილების, ვნებების, უკიდურესი რეაქციების ძლიერი პოზიციაა. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები დაუძლეველ მიზიდულობას აღვიძებს და იმავდროულად საშინლად ღლის, ტანჯავს. ძალიან ღრმა მუტაციებია საჭირო ქვეცნობიერის დონეზე. რიგორიზმი, სიფხიზლე, დეპრივაცია გარდაუვალია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. პროგრესი სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს, მრავალფეროვანი გამოცდების სახით; შესაძლოა საყვარელი ადამიანის სიკვდილიც კი ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყოს. როცა გამოცდები ძალიან მკაცრია, შესაძლოა ადამიანმა სიკვდილი ირჩიოს და სუიციდს მიმართოს.
სიკვდილთან დაკავშირებული თემები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მის ცხოვრებაში. ადამიანი სიკვდილის ხიბლშია ჩავარდნილი, რაც შესაძლოა იმაშიც გამოიხატოს, რომ ექიმი გახდეს და სიკვდილისთვის ადამიანების ხელიდან გამოგლეჯას ცდილობდეს. შესაძლოა მკვდარი ადამიანებისგან იღებდეს მესიჯებს. მაგრამ თუ ლილიტი კარგად ასპექტირებული არ არის, სპირიტუალიზმთან ცოტა ფრთხილად უნდა იყოს, ლემურებმა შესაძლოა მისი სხეული დაიპყრონ და გააგიჟონ.
მორიელში შავი მთვარე შესაძლებლობას იძლევა ყოველთვის მოახერხოს ადამიანმა ენერგიის გადატვირთვა და ყველაფრის ხელახლა დაწყება. ავადმყოფობა რეგენერაციის საშუალებაა, განსაკუთრებით თუკი მზესთან შეერთება აქვს ლილიტს. შემოქმედებითი პოტენციალი, კრეატივი აუცილებელია: ის ანალიტიკოსი, ჰიპნოზისტი უნდა იყოს და ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია პატიოსნება შეინარჩუნოს. მისთვის ყოველთვის შეუძლებელი იქნება იმ სახლის ევოლუციის კონტროლი, სადაც მორიელის კუსპი ზის. მოუწევს მშვიდად მიიღოს ნებისმიერი შემთხვევა, ისე როგორც არის და აკეთოს თავისი მაქსიმუმი უკეთესი დღეების მოლოდინში.
კურო, მორიელის ოპოზიცია იძულებულს გახდის მედგრად იდგეს ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე, რათა ის ცხოვრებისეული ჰარმონია მოიპოვოს, ასე რომ ოცნებობს. ამ სურვილს მისი მგზნებარებისკენ მიდრეკილების დაშოშმინება შეუძლია. დაუშვებელია მორიელივით შინაგანი ფესვების განადგურება. სიცოცხლის სიყვარულს პატივი უნდა სცეს და გაუფრთხილდეს. ცხოვრების მოთხოვნები გაიგოს და დააფასოს.
წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა ის მხედართმთავარი იყო, არმიის მეთაური, მებრძოლი, მეომარი, ან კიდევ დაკავებული მაგიით, ოკულტიზმით, მაგრამ არც ისე კარგი გზით: რიტუალები, საიდუმლო ვარჯიშები, წამოწყებები, სადაც სექსუალობა და რელიგია იყო არეულ დარეული ერთმანეთში, დაკავშირებული გახლდათ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალასთან. შესაძლოა მისმა თავისუფალმა ინსტიქტებმა ზიანი მიაყენა ხალხს, ან საკუთარ თავს. ის ან იყენებდა ამ ძალაუფლებას ან თავად უწევდა ამის ატანა, თავად იყო მსხვერპლი. ამ დამანგრეველმა გარემომ დააზიანა სული, რომელიც დღემდე ინახავს სიკვდილთან, სისხლთან, ფულის ძალასთან თუ სექსუალობასთან დაკავშირებულ ტრავმებს.
აწმყოშიც არსებობს საფრთხე, რომ ისევ მოხიბლული იყოს ამ უცნაური ძალაუფლების სამყაროთი, მაგიით, სექსუალობით და ამ გზით ცდილობდეს უფრო მეტი გაიგოს საკუთარ თავზე, უკეთ შეისწავლოს საკუთარი თავი. შესაძლოა იყენებდეს ოკულტიზმს მეტამორფოზისთვის. ძალიან მძლავრია ავტორიტარული პოტენციალი. არის ძალადობის, გადაჭარბებული სექსუალობის, დესტრუქტივიზმის ბექგრაუნდი, რომელზეც ადამიანმა ფეხი არ უნდა წაიკრას. არსებობს საფრთხე რომ თუკი ამ ძალმომრეობას სხვაზე ვერ ახორციელებს, საკუთარი თავისკენ მიმართოს. სექსუალობაც გაკვეთილების ნაწილია. აუცილებელია ფრთხილად იყოს ამ სფეროში და ერიდოს სექსუალობის ძალასთან ერთად გამოყენებას, რათა კიდევ უფრო არ გაირთულოს გამოცდები და ახალ ფათერაკებს არ გადაეყაროს.
თუკი ლილიტი მორიელის დასაწყისშია, ადამიანმა ცხოვრების გზა უნდა შეცვალოს, უკეთესი უნდა გახდეს და თუ მაინც ძველი გზით განაგრძობს ცხოვრებას, მას შეაჩერებენ. ეს პროცესი ბევრჯერ განმეორდება მის ცხოვრებაში და ყველა ცვლილება იქნება სასტიკი და მტკივნეული. მან სამოქმედო არეა უნდა ნახოს და ცხოვრება მართებულ ბაზისზე დააფუძნოს.
თუკი ლილიტი მორიელი დასარულს არის ადამიანმა საკუთარი თავი ახალ ჰორიზონტებს უნდა გაუხსნას. ევოლუციის ყოველი მისი შემდგომი ნაბიჯი დამოკიდებული იქნება წინა ნაბიჯზე. დაგეგმვას ვერ შეძლებს. ყველა ეტაპი მოითხოვს მსხვერპლს, რაღაცაზე უარის თქმას, რაღაცის დაკარგვას, რაღაცის ან ვიღაცის სიკვდილის სანაცვლოდ.
დაკავშირებული პრობლემები : ამოუცნობის, საიდუმლოებების, სიკვდილს, ცნობიერების მიღმა არსებულის უდიდესი ინტერესი, სექსუალობის უდიდესი მნიშვნელობა, სიფიცხე, ვნება, ცდუნება, ფრუსტრაცია, მატერიალური ამბიცია, ფანტაზიები, სუიციდური იმპულსები, მაგნეტიზმი, ტრანსფორმაცია და ინიციატივები, ჯადოქრობა, ჰიპნოზი, კოშმარები, ონანიზმი, საკუთარი თავისთვის ჯობნის სურვილი, ფინანსური პრობლემები, ხელახლა დაბადება.
ცნობილი ადამიანები მორიელი ლილიტით: თეოდორ დოსტოევსკი, ფრანც კაფკა, ნოსტრადამუსი, სოკრატე, სადამ ჰუსეინი, კონდოლიზა რაისი, გარი კასპაროვი, ამერიგო ვესპუჩი, ემანუელ კანტი, გუსტავ ფლობერი, ჯუზეპე ვერდი, ემილ ზოლა, ჩაიკოვსკი, დონატელა ვერსაჩე, სტენლი კუბრიკი, ჯონი დეპი, კრისტინა აგილერა, ნაპოლეონ ბონაპარტე, ნატალი პორტმანი, პარის ჰილტონი, ჯეკ ნიკოლსონი, სტივ ჯობსი, ემინემი, ბენ აფლეკი, ადრიანა ლიმა, ვოლტ დისნეი და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია