ლილიტი სასწორში

    0
    18372

    აქ ურთიერთობაში საკუთარი ადგილის განსაზღვრის პრობლემაა, ქცევის, დამოკიდებულების ფორმის პოვნის და ურთიერთობისთვის სახელის დარქმევის პრობლემა. საჭიროა მეს და სხვას (სხვებს) შორის ბალანსის პოვნა. სხვისი მიღება საკუთარი თავის უარყოფის გარეშე.

     

    სასწორი – ეს  ჰარმონიული ურთიერთობებია.  დაწყვილება – გაერთიანება – უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რომელიც მხოლოდ  შერიგების, გაგების და სამართლიანობის გაკვეთილების ჩაბარების შემდეგ მიიღწევა. მთავარი სირთულეები დაკავშირებულია სწორედ ამ თემასთან. ადამიანს იმდენად სურს ურთიერთობაში ჰარმონიის, მშვიდობის შენარჩუნება, ხშირად საკუთარი თავის დაზარალების ხარჯზეც კი ცდილობს ამას და სხვებს უფლებას აძლევს  გადაწყვიტონ მის ნაცვლად.  ამის გამო, პარტნიორს (კოლეგებს, კომპანიონებს, მოკავშირეებს) ისე აღიქვამს, როგორც მისი პირადი ცხოვრების, პირადი სამყაროს დამპყრობელს, ოკუპანტს, მაგრამ ამავე დროს, არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა, პრეტენზიების გამოხატვა,  ამ კავშირის მოწესრიგება და სხვების გარეშე არსებობა.

     

    შესაძლოა ცხოვრებისეული გამოცდები სხვა ადამიანების სახით მოევლინოს,  რომლებიც არ მისცემენ მას საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, დაბრკოლებებს შეუქმნიან და მაშინას კი როცა ბოლომდე დარწმუნებული იქნება რომ თვითონ არის მართალი და სხვები ცდებიან, ამის დამტკიცება ვერ მოახერხოს.

     

    საკუთარი ნებისთვის ადგილი არ რჩება, სხვისი ნება უფრო მძლავრია.  თუმცა ამ ყველაფრის  მიუხედავად საკუთარი თავის ნდობა არ უნდა დაკარგოს, უნდა ნათელჰყოს  პოზიციები და დაივიწყოს ორჭოფობა, მერყეობა. იყოს სუბიექტური – ყოველთვის საკუთარი ნება და სურვილები დააყენოს სხვების ნებასა და სურვილებზე წინ და უბრალოდ ისეთი მიიღოს სხვები როგორებიც არიან, მათთან გაიგივების გარეშე. მხოლოდ ამ გაკვეთილების სწავლის შემდეგ მიეცემა საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება.

     

    ეს ყველაფერი ქვეცნობიერის დონეზე ხდება, ის იძულებულია მსხვერპლად გაიღოს ნაწილი ღირებულებებისა, რათა არსებითი გადაარჩინოს, თუმცა მისი ახსნა არ ძალუძს და იძულებულია აიტანოს, მოითმინოს ბევრი უსამართლობა. აკლია თავდაჯერება და ერთადერთი რაც დარჩენია ის არის რომ ეს ყველაფერი ძალიან განიცადოს და იტანჯოს.

     

    ჰაერის ნიშნები მიდრეკილნი არიან მენტალური ემოციებისკენ. რადგან სასწორისთვის უმთავრესი სიმშვიდე და ჰარმონიაა,  ის ემოციებს თავს არიდებს და ყველანაირად ცდილობს არ წალეკონ.  ლილიტს კი უკიდურესობაში გადააქვს ეს ყველაფერი და გულგრილობისა და უგრძნობლობისკენ უბიძგებს მათ.

     

    უფრო მეტიც შავმა მთვარემ სასწორში შესაძლოა გამოიწვიოს პათოლოგიური მერყეობის განვითარება: შეიძლება ვერასოდეს ახერხებდეს ადამიანი გადაწყვეტილების მიღებას.  თუკი ამის გაკონტროლება ვერ მოხერხდა არსებობს საფრთხე რომ ადამიანი ყოვედღიურობას, სასტიკ რეალობას გაექცეს და თავის ,,სპილოსძვლის კოშკში“ გამოიკეტოს. ეს კი არც ისე კარგი იდეაა, როცა ცუდად გრძნობს თავს ხელების ჩამოყრა და წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა არ შეიძლება, თუმცა მეორე მხრივ თავდასაცავად უდროო დროს იმპულსური და ძალადობრივი რეაქციაც დაუშვებელია.

     

    ვერძი, სასწორის ოპოზიცია, პრობლემების გადაწყვეტას დაავალდებულებს მას. ეგომ თავისი ადგილი უნდა იპოვოს სხვებს შორის.  თავდაპირველი შეზღუდვების შემდეგ, ოქროს შუალედის პოვნა მოუწევს ურთიერთობებში, თუკი საკუთარი თავის გამოხატვა სურს.

     

    ყოველი 9 წლიანი ციკლის შემდეგ, სხვაგვარი სახის ურთიერთობები იწყება, რომელიც შესაძლოა ცხოვრებისეულმა ცვილებებმა მოიტანოს, და თითოეულ ამ ცხრაწლიანი ციკლის გავვლის შემდეგ ადამიანს ეძლევა უკეთესი თვითგამოხატვის საშუალება. ასე რომ ეგო, რომელიც ძალიან მიჩქმალულია თავდაპირველად, ნელ-ნელა საკუთარი უფლებების წამოყენებას იწყებს, პრეტენზიებს გამოთქვამს და თანდათანობით პოულობს კიდეც თავის ადგილს. როგორც არ უნდა ოცნებობდეს ,,სხვა სამყაროზე“ მაინც მოუწევს ყოველდღიური რუტინის საკითხებთან გამკლავება და სტაბილურობის შენარჩუნება. ბალანსის დაცვა სხვა ადამიანებთან თანამშრომლობისას, მოთმინების, პატივისცემის შენარჩუნებასა და მის მორიდებულობას, მოკრძალებულობას, შემგუებლობას შორის. შესაძლოა არტისტული პოტენციალიც ქონდეს, რომელსაც შესანიშნავად გამოიყენებს ისეთ სამსახურში, სადაც დიპლომატიური სულია საჭირო. პირადი გამოხატვა ყოველთვის ადამიანურ ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული.
    შესაძლოა, წარსულ ცხოვრებაში სული უმართებულოდ იყენებდა სოციალურ ძალას და უსამართლო იყო, ან კიდევ პირიქით უსამართლობისგან იტანჯებოდა, უსამართლობის მსხვერპლი გახლდათ. ნებისმიერ კონტექსტში ტრავმა დაკავშირებულია სამართლიანობასა და საზოგადოებრივ პოზიციებთან.  მან უნდა აირჩიოს მორჩილებასა და დაუმორჩილებლობას შორის. ეს ინკარნაცია ადამიანს იძულებულს გახდის ნათლად ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიციები და ბოლომდე დაიჭიროს რომელიმე მხარე ან უარყოს საზოგადოებრივი ძალა.

     

    მას სამართლიანობასთან დაკავშირებით რაღაც აქვს დასამთავრებელი, ვალი გასასტუმრებელი და შესაძლოა უსამართლობის მსხვერპლიც გახდეს ბევრჯერ, რათა ეს ვალები გაისტუმროს და შეიცვალოს.

     

    თუკი ლილიტი სასწორის დასაწყისშია, ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და ადგილი,  ისწავლოს სხვებთან ურთიერთობა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ასცოციაციაციები, კომპანიონები, თანამშრომლები, პარტნიორები, თუ სხვა გაერთიენებები უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის ცხოვრებაში. დაუშვებელია მათ საფუძველი დომინირება იყოს რომელიმე მხრიდან, ადამიანი იქნება ეს თუ მისი პარტნიორები.
    თუკი ლილიტი სასწორის დასაწყისშია ცვლილებები იწყება როგორც შინაგან ასევე გარე სამყაროს  დონეზე.  ვენერას პოზიცია და შავი მთარის სახლი დაგეხმარებათ ამ პროცესის გაგებასა და შესაძლო შედეგებზე. მას მოუწევს რაღაცეებზე უარის თქმა, საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა, რაც გეგმების ჩაშლად და იმედგაცრუებად კი არ უნდა აღიქვას, არამედ მისი სულიერი ევოლუციის აუცილებელ ნაწილად.

     

    დაკავშირებული თემები: პრობლემები პარტნიორულ თუ პროფესიულ კავშირებში, ასოციაციებში, კრებებსა და თათბირებში,  მოლაპარაკებებში, ასევე სასამართლოებთან, სამართალდამცავებთან… ტენდენცია უარყოს საყოველთაო ჩვეულებები, ეგოიზმი, მაგნეტიზმი, ფრუსტრაცია, სნობიზმი, დაუკმაყოფილებელი სურვილები, ჯანმრთელობის პრობლემები (ნეფრიტი), ქვრივობა…
    ცნობილი ადამიანები სასწორი ლილიტით: დედა ტერეზა, ოპრა უინფრი, კოკო შანელი, სილვიო ბერლუსკონი, უინსტონ ჩერჩილი, ჯონ მალკოვიჩი, ლუჩინაო პავაროტი, ბენიტო მუსოლინი, ივ სენ ლორანი, ლუის ვიტონი, ანტუან დე სენტ ეკზიუპერი, ფრანც ლისტი, ჰენრი მილერი, პროსპერ მერიმე, რობერტ რედფორდი,  ჯუდი ფოსტერი, ტომ კრუზი,უიტნი ჰიუსტონი, ბობ მარლი, თუფაქ შაკური,  კამერონ დიაზი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვები.

     

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია