ლილიტი ქალწულში

0
20645

აქ საკუთარი თავის რწმენის და ზოგადად რწმენის პრობლემაა. ტრამვა დაკავშირებულია ნდობის ცნებასთან. ცდილობს რაღაც იგრძნოს, საკუთარ თავში მაინც იპოვოს ნდობა, რომ ბოლო მოუღოს შფოთვას, მღელვარებას, დამშვიდდეს და  მოიპოვოს თავდაჯერება, რომლის არ ქონასაც ასე განიცდის, მაგრამ ინდივიდუალობის შენება ძალიან უჭირს. მუდმივად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, შთანთქმულია სხვებით. თავდაცვის მიზნით ცივდება და წარმოსახვით ეგოიზმს იფარებს ნიღბად.

წარუმატებლობის შიში აძლიერებს ნიშნის შეზღუდვებს. ყოველდღიური ცხოვრება, რუტინა, რთულია მისთვის. როცა არჩევანის წინაშე დგება, პანიკაში ვარდება, წუხს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა რომ რაციონალურ მიზეზებს, ნათელ ხედვას დაეყრდნოს, არადა პირიქით, ინტუიციას და იღბალს უნდა მიენდოს.

 

ეს ის შემთხვევაა-  წახვალ ინანებ, არ წახვალ ინანებ. არჩევანი ყოველთვის მტკივნეულია. ვინაიდან უკიდურესი ლოგიკა ახასიათებს და მუდმივად საკუთარი თავის დადანაშაულებას ცდილობს ყველაფერში, ხშირად იციკლება წარსულ შეცდომებზე, უკვე გაკეთებული არჩევანის გამო წუხს. თავის სხვებზე დაბლა დაყენება, ეჭვები, ზედმეტი პატიოსნება, მეწვრილმანეობა… ამ ყველაფერმა შეიძლება თვითგვემამდე მიიყვანოს ადამიანი.

 

არარაციონალური შიშები, ფობიები, იპოქონდრია, სისუფთავის, მეწესრიგებულობის წიკები, პათოლოგიური მეწვრილმანეობა, ეს არის ქალწული შავი მთვარის ,,საჩუქარი“. მან ცვლილებებთან შეგუება უნდა ისწავლოს, რაღაცეების გადახარშვა და საკუთარი თავის პატიება, თორემ ავად გახდება. კრიზისი ძირითადად ავადმყოფობასთანაა კავშირში (განსაკუთრებით სუსტია ნაწლავები, შინაგანი ორგანოები). ესეც ერთ-ერთი გამწმენდი პროცედურაა მისთვის.

 

პოზიტივში სამკურნალო ცოდნის ფლობასაც შეიძლება ნიშნავდეს – სამკურნალო მცენარეები და დიეტები. ის შესაძლოა თვითნასწავლი და თვითდასაქმებული ექიმიც გახლდეთ.

 

თევზები ქალწულის ოპოზიცია ყველა პრობლემას პასუხს სცემს, ყველა ავადმყოფობას დანიშნულებას იძლევა. ქალწული ლილიტი ინტუიციას უარყოფს,რადგან ბუნდოვანი მიზეზები არ ჰყოფნის, ან მოსალოდნელი რეალობისგან ძალიან განსხვავდება, თევზები კი ეს ის ინსტიქტებია, ადამიანს ქვეცნობიერში რომ აქვს ჩამარხული და ცნობიერს მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებს, მუდმივად რევს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  გასაღები, პრობლემების გადაწყვეტაც სწორედ ქვეცნობიერში დევს და პიროვნების შენების ორ გზას გვთავაზობს:

 

– გამოიყენეთ ინტუიცია და შინაგანი ცოდნა რაციონალური ხმის ჩასახშობად. მუდმივი შიში ნელნელა გაქრება.

– მუდმივად აკონტროლეთ ინსტიქტები, როგორც კი ისინი  ცნობიერის დონეზე ამოტივტივდება.

 

სახლი, სადაც ქალწულის კუსპი  ზის, აღწერს იმ სფეროს სადაც ეს სამუშაოა ჩასატარებელი – ნეგატიური ტენდენციები გასასწორებელი და ნიჭი გასავითარებელი. როცა ნიშნის და სახლის ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული და ამუშავებული ყოველდღიური არჩევანიც უფრო მარტივი გახდება  და შინაგანი მღელვარებაც იკლებს.

 

წარსულ ცხოვრებაში, სავარაუდოდ სული ცხოვრობდა გარემოში სადაც შეუძლებელი იყო ვინმეს ნდობა.  იმართებოდა ეჭვებით და იძულებული იყო დაეცვა თავი. შესაძლოა თავისი მიამიტობისთვის საკმარისად ზღო და ამიტომ ახლა ყოველთვის, როცა ცდილობს ვინმეს ენდოს, რაღაც უცნაური შეგრძნება ეუფლება და ხელს უშლის. პრობლემა ქვეცნობიერში რჩება. ადამიანს არ შეუძლია ვინმეს ენდოს, მაგრამ სწორედ ამ საკითხში აქვს გამოცდა ჩასაბარებელი: მან ხელახლა უნდა ისწავლოს ნდობა, რაც მის ცხოვრებას შეცვლის.
თუკი ლილიტი 0° – 2° -ზეა არჩევანს უდიდესი მნიშვნელობა ექნება და არასწორი არჩევანის გამო წუხილი არც ისე იშვიათი იქნება ადამიანისთვის. არ არის სავალდებულო ცხოვრებამ შუაზე გახლიჩოს, მაგრამ ის ყოველ შესაძლო ვარიანტზე იფიქრებს, ყველა შინაგანი რესურსის გამოყენებას ეცდება რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

თუკი ლილიტი  28° – 30°00 -ზეა პიროვნება უკვე აშენებულია და სასწავლი ექნება სხვებთან დამოკიდებულება, მეუღლე იქნება ეს თუ თანამშრომლები. ინსტიქტების კონტროლი მთავარი პრობლემა არ არის მისთვის. ჰარმონიული ურთიერთობები ღირებულებებისა და ფასეულობების არჩევანზე იქნება აგებული. ეს შეიძლება განისაზღვროს როგორც ცხოვრებისუელი გამოცდილება: წარმატებები და მარცხი. ადამიანმა უნდა ისწავლოს რომ არ დაადანაშაულოს თავი ყველაფერში და საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოს.

 

დაკავშირებული თემები : სამსახურში შეზღუდვები აუტანელია, ჯანმრთელობის პრობლემები (განსაკუთრებით შინაგანი ორგანოები, მუცლის ღრუ), სექსი და ავადმყოფობა ან სექსი და სამსახური ერთმანეთთანაა კავშირში, ფრუსტრაცია, ახირებულობა, მარგინალობა, რადიკალიზმი, ვალდებულებები, ემოციური და ფსიქიკური არასტაბილურობა, სექსუალურობის შეკავება, სისუფთავე, მოვალეობა, ჰიგიენა, ჯანმრთელობა,დიეტები, განსაწმენდელი გამოცდები, ფაციფუცი.

 

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია