ეს ინტელექტუალი დემონია. მისი სიტყვა პირდაპირ თქვენს ტვინში აღწევს და გაიძულებთ აზრის შეცვლას, მაშინაც კი თუ თქვენ პროფესორი ხართ, მას კი მხოლოდ დაწყებითი კლასის განათლება აქვს მიღებული. მისი სიტყვები, იდეები, მოსაზრებები, ვირუსივით აღწევს თქვენს გონებაში და ძალიან დიდხანს რჩება შიგნით, თუ სამუდამოდ არა. ყველაზე შეშლილი იდეებიც კი ჭკვიანურად ჟღერს მისი პირიდან და ხშირ შემთხვევაში მართლდება კიდეც – მის ინტუიციურ წინადადებას საბოლოოდ მეცნიერება ადასტურებს თეორიულად, თუ პრაქტიკულად. უსმენთ და თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ხართ, ეთანხმებით.
ლილიტი ტყუპებში ადამიანის პიროვნების ორად გახლეჩას მოასწავებს. მისი ერთი ნაწილი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მეორე ნაწილი კი ქვეცნობიერის დონეზე რჩება და ინიღბება. ეს ორი ,,მე“ მუდმივად მტრობენ ერთმანეთს, ერთმანეთის განადგურების ხარჯზე ცდილობენ თავის დამკვიდრებას, მაგრამ საჭიროა ადამიანმა მოახერხოს ყველაფრის განეიტრალება და ამ ორი არსების გაერთიანება, რამდენადაც არ უნდა ეშინოდეს ამ მეორე ნაწილის და რამდენადაც არ უნდა უარყოფდეს მას.
ეს ორი გაორება ორგვარია:
-პირველი ყალთაბანდია, სულ ვიღაცის მოტყუებას ცდილობს საკუთარი თავიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული, მალავს იმას, რისი დანახვაც არ სურს. ეს უნებლიე გაორებაა.
-მეორე კი ორსახოვანი პიროვნებაა: სახე რომელსაც სხვებს აჩვენებს კარგია, ცუდი მხარე კი შენიღბული.
ადამიანი მისი გარეგანი სახით ცხოვრობს, რომ ცოტა დამშვიდდეს. ზღვარი სხეულსა და გონებას შორის წაშლილია. თუკი გონება არც ისე ძლიერია, მაშინ ადამიანი საკუთარ თავს სხეულთან გააიგივებს, რაც უადვილებს დანარჩენ სამყაროსთან ურთერთობას.
თავი შეიძლება ცარიელი ქონდეს ვერაფერზე ახდენდეს ყურადღების კონცენტრირებას და ვერაფერს პასუხობდეს. ასეთი ტიპი ადვილი სამართავია. უფრო რთული შემთხვევაა, როცა გონებაა ინსტიქტებზე ძლიერი. მას თავისი ცხოვრება აქვს, სხეულისგან დამოუკიდებლადმ რაც ხშირ შემთხვევაში შიზოფრენიამდე მიდის. ყველაზე ცხადი მაგალითია – ფრიდრიხ ნიცშე. თუ უნდა რომ გადარჩეს, უნდა მოახერხოს ამ ორი ნაწილის – სულიერის და მატერიალურის შერიგება.
კაცური და ქალური ენერგიის ერთმანეთთან ჰარმონიზაცია, რთულია. ნევროზი, შფოთვითი აშლილობა, ლატენტური ჰომოსექსუალიზმი,მენტალური ავხორცობა, ცუდი კომუნიკაცია, ინტელექტუალური ფრუსტრაცია… – ეს და სხვა მსგავსი უბედურებები სწორედ შავი მთვარის ტყუპებში ყოფნით არის განპირობებული. სასტიკი და ცივი აზრები.
ამდენი ,,მეს“ გადამკიდე, ადამიანი ვეღარ არკვევს რეალურად ვინ არის და როგორი არის. ამ ყველაფრის გადატანის რამდენიმე გზა არსებობს:
პირველი – დააკავშიროს და გააერთიანოს ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან.
მეორე – ამოქექოს დამალული ქვეცნობიერი ბოლომდე და შეიტანოს კორექცია ნეგატიურ ასპექტებში.
მესამე – თუ პოზიტიური ასპექტები აღმოაჩინა, გამოიყენოს ეს საჩუქარი.
უნდა მოაგვაროს კომუნიკაციის პრობლემები, გამიჯნოს ტყული და მართალი ერთმანეთისგან. ყოველგვარი სინამდვილის ,,შელამაზება“ დაუშვებელია. მან უნდა ეძებოს ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების გადმოსაცემად ავთენტური სიტყვა, რაც არ უნდა უსიამოვნებები ახლდეს ამ ყველაფერს თან. ძიების შედეგად ის შეიძლება მოიხიბლოს მისივე აღმოჩენილი მეტყველებითა თუ წერის კულტურით, და შეიძლება პირიქით ძალიან გააღიზიანოს სიტყვებმა, რომლებიც ვერასოდეს ხსნიან ზუსტად გრძნობებსა თუ შეგრძნებებს.
პათოლოგიური შფოთვები აქვთ, რაც მოძრაობასა თუ კამათშიც კარგად ეტყობათ. ეს შფოთვები მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს არ სურს ბოლომდე განხორციელდეს (ინკარნირდეს). უჭირს მიიღოს ის ფაქტი, რომ დრო გადის და ვერ აღიქვამს აწმყოს. გამუდმებით ცდილობს შეწყვიტოს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა.
მშვილდოსანი- ტყუპის ოპოზიცია – ამ ადამიანის მასწავლებელია – მუდმივად იძულებულს ხდის გამოცდილება მიიღოს, უზრდის კონტაქტებს და მუდმივად ,,ასაჩუქრებს“ შესაძლებლობებით – ლილიტის პრობლემებს შეეჯახოს პირისპირ.
სხვადასხვა უცნობი ასპექტები – ცუდი და კარგი- მუდმივად ამოტივტივდება ცნობიერში, რათა განიწმინდოს, რაც უარყოფითია და შეეთავსოს, რაც დადებითია.
წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა იყო მოტყუებული, გაცემული, შეცდენილი და იტანჯებოდა კომუნიკაციის უუნარობით, ან კიდევ ატარებდა სამედიცინო თუ ფსიქოლოგიურ ცდებს, რაც ანადგურებდა სხვა ადამიანების ფსიქიკას. შესაძლოა ახდენდა ენერგიის მანიპულაციებს ძალაუფლების მოსაპოვებლად. დიდი ვერბალური შესაძლებლობები გააჩნდა და ბოროტად იყენებდა.
ამ ინკარნაციაში პოტენციალი რჩება, მაგრამ მისი გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ დადებითად გეძლევათ.
0° და 2° შორის – ადამიანს მოუწევს იმ დაცული ცხოვრების მიტოვება, რომლითაც ცხოვრება სურს და ბევრი გამოცდილების მიღება.
28° და 30° ადამიანმა უნდა ისწავლოს ენერგიის კონცენტრირება, რომ თანმიმდევრული ცხოვრება და პიროვნება ააშენოს.
ძირითადი პრობლემები: მენტალური იზოლაცია, ნერვული მოშლილობები, ნევროზულობა, სექსუალური გაორება, დაბნეულობა, პიროვნების გაორება.
ცნობილი ადამიანები ტყუპი ლილიტით: ფრიდრიხ ნიცშე, ჩარლზ დარვინი, კარლ მარქსი, ადოლფ ჰიტლერი, ავგუსტო პინოჩეტი, ლეონ ტროცკი, სპინოზა, ამადეუს მოცარტი, ჩარლი ჩაპლინი, მოამარ კადაფი, ორლანდო ბლუმი, რობერტ პატინსონი, მეგანი ფოქსი, ედიტ პიაფი, რომან პოლანსკი, სტინგი, ლივ ტაილერი, ლინდა გუდმენი, მაიკლ შუმახერი, აბრაამ ლინკოლნი, ფრიდა კალო, მუჰამედ ალი, ედგარ ალან პო, ჯონ კენედი (უმცროსი), მარტინ სკორსეზე, გოია, გუსტავ კლიმტი, გაი რიჩი, ნინა სიმონი, ნიკოლო პაგანინი, ბონო და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია