ლილიტის ეს პოზიცია სიხარბეზე მიუთითებს – მატერიალური ან ემოციური დონეზე ან სულაც საკვებზე. აქ მესაკუთრეობას ვაწყდებით. რთულია ჩვევების შეცვლა, ფესვებისგან გათავისუფლება, ცხოვრება კი გარემოცვის დარღვევას გვაიძულებს.
შესაძლოა ემოციური პრობლემები გვქონდეს, რადგან ისეთი სანდო სიყვარული არ გვქონდეს, რომელზეც ვოცნებობთ. ცხოვრებამ შესაძლოა ფესვებს მოგწყვიტოთ – დაგატოვებინოთ საყვარელი ადგილი, ან დაგაშოროთ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ. თუკი გავლილი ფათერაკები, გამოცდები ძალიან უხეშია, სუიციდამდე ცოტა გვაკლდება.
ცხოვრების საწყის ეტაპზე ადამიანი შესაძლოა იღბლიანი და-ძმასავით ბედის ნებიერა ვერ იყოს. შესაძლოა მოგვიანებით მთლიანად გადაერთოს საკუთარ თავზე და თითქმის მთლიანად დაივიწყოს ბავშვობის მოგონებები.
კურო, როგორც ცნობილია პრობლემებს თვითდაკვირვების, თვითანალიზის შემდგომ წყვეტს. არასოდეს ამბობს არაფერს იმაზე, რაც აწუხებს. ამ შემთხვევაში შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის თავშეკავებას, სიჯიუტეს, სიკერპეს, ინტროვერტობას. სირთულეებთანაა დაკავშირებული მგრძნობიარობისა თუ ჰიპერმგრძნობიარობის გამოხატვა, ახასიათებს ძლიერი ეჭვიანობა.
ადამიანმა უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე და ცოტა გათავისუფლდეს, რაღაცეები ამოიგდოს თავიდან. გადალახოს ცვლილებების შიში, შეუცნობლის შიში, საკუთრების დაკარგვის შიში სიყვარული იქნება ეს თუ მატერიალური კეთილდღეობა.
ფულისადმი მისი დამოკიდებულება არ არის ნათელი: სურვილი და უარყოფა ერთდროულად არსებობს. ხანდახან მოხიბლულია მისი ძალით, ხან კიდევ უგულველყოფს მატერიალურს. არსებობს ფინანსური პრობლემების საფრთხე.
კუროს ყველა დადებითმა შესაძლებლობებმა უნდა გაიღვიძოს – ადამიანმა უნდა განავითაროს და გამოავლინოს: არტისტული პოტენციალი, ფინანსური ტალანტები, ბუნებისადმი ინტერესი, შექმნას კომპანია, იზრუნოს ფესვებმოწყვეტილ ადამიანებზე.
მორიელი, კუროს ოპოზიცია ყოველთვის კონფრონტაციას გაუწევს, როცა ის სიმშვიდეზე დაიწყებს ოცნებას. მუდმივად მძიმე ცხოვრებისეული პირობები შეგექმნებათ, არაჰარმონიულ გარემო, როგორც კი ,,განძრევის“ სურვილი არ გექნებათ. რა თქმა უნდა, კურო ყველაფერს გააკეთებს თამაშის დასაწყნარებლად და დაკარგული სიმშვიდის დასაბრუნებლად, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება. მოუწევს სასიყვარულო ვნებების გადალახვაც.
წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა ის უარყოფითად იყენებდა სექსუალურ ენერგიას. ამ ინკარნაციაშიც ავხორცული გრძნობები ძალიან ძლიერია და ამავდროულად უკუგდებული, საჭიროა სული შეურიგდეს გრძნობებს. ადამიანმა უნდა გაიაზროს რომ საკუთრების ფლობა და დაკარგვა მისი შინაგანი ტრანსფორმაციის ნაწილია.
თუკი ლილიტი 0° და 2° შორისაა ცხოვრებისეული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი თავისუფალია არჩევანში იმ პოტენციისა და შესაძლებლობების მიხედვით, რომელთანაც ადაპტაცია უნდა მოახდინოს. თუ ჰარმონიული ცხოვრების მოპოვება სურს, სასიყვარულო სფეროში იქნება ეს თუ ფინანსურში, აუცილებელია ღრმა ფიქრი, რეალობასთან ინტეგრირება და იმპულსების კონტროლი. ცხოვრების სხვა სფეროები კი თანმიმდევრულად გაივლიან ლილიტის ციკლს (ცვლილებებია ყოველ 9 წელიწადში).
ლილიტის მდებარეობა 28° და 30° შორის წარსული კარმის პოტენციალია, რომლის მიღწევაც(სასიყვარულო ურთიერთობები და ა.შ), მხოლოდ პიროვნული ხასიათის სხვა შტრიხების გამოვლენის შემდეგაა შესაძლებელი.
ძირითადი პრობლემები: მესაკუთრეობა, ეჭვიანობა, სიჯიუტე, თავშეკავება.
ცნობილი ადამიანები კურო ლილიტით: იოსებ სტალინი, კალიგულა, იოსებ გებელსი, ბლეს პასკალი, მარკ ტვენი, ონორე დე ბალზაკი, სტივ ვანდერი, ჯულია რობერთსი, შაკირა, ბობ დილანი, ეშშლი ჯადი, კირა ნაიტლი, ნიკოლ კიდმანი და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია