თევზები – ოცნებების, წარმოსახვის, ხშირ შემთხვევაში უტოპიის სამეფო – ძალიან შორსაა ყოველდღიური რეალობისგან, მას უსაზღვრო ჰორიზონტები სჭირდება.
აქ ლილიტი ააქტიურებს დაუსაზღვრავობის ძიებას. შესაძლოა თავის დაღწევა სურდეს, გაქცევა. ხშირად არ იცის რა ნიჭს ფლობს, როგორ გამოხატოს. ეშინია მისი გაუცნობიერებელი შინაგანი ძალების. არ გააჩნია თვითკონტროლი და უფრო მეტიც ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ ეგუება. სხვები ხშირად ვერც ხედავენ მის შინაგან მღელვარებას. შედეგად კი ქრონიკულ ავადმყოფობას ვიღებთ, რომელიც მთელ ენერგიას აცლის, ქანცავს, თავდაცვის უნარს ართმევს და ტყუილს აიძულებს.
თევზი ლილიტი სხვა ადამიანების შინაგან სამყაროს გრძნობს, შეუძლია შეაღწიოს მათ თვალებში და განიცადოს მათი განცდები. ის შესანიშნავი გამტარია, მედიუმი, გახსნილი არხი. ეს, რა თქმა უნდა, ბუნების საჩუქარია, თუმცა ცოტათი ბუნდოვანი და ორაზროვანი. ნეგატიური მხრიდან თუ შევხედავთ, თუ ამ ლილიტის მფლობელის გონება საკმარისად დაცული არ გახლავთ, მისი ქვეცნობიერი სხვისი ნეგატიური ენერგიის თავდასხმის მსხვერპლად შესაძლოა იქცეს. ასეთ შემთხვევებს გამოცდილების ნაკლებობა იწვევს და იშვიათად, მაგრამ თუ მაინც მოახერხა სხვებისგან თავდაცვა და მედიუმური უნარების მართვა, ამ საჩუქრის დადებითი მხარის გამოყენებასაც შეძლებს.
შავი მთვარის ეს მდებარეობა გავძლევს შესაძლებლობას აკაშას ჩანაწერებიდან მივიღოთ ინფორმაცია: შთაგონება, ნათელმხილველობის უნარი, სხვადასხვა მისტიური ტენდენციები… ასეთი ლილიტის მქონე ადამიანის პიროვნების ნაწილია. გულმავიწყობა, გაფანტულობა, მერყეობა პათოლოგიურად შესაძლოა გამოვლინდეს.
ქალწული, თევზების ოპოზიცია, მიწაზე აბრუნებს მას, ყოველდღიურ რეალობაში. მიწის ეს ნიშანი დაეხმარება შიშების, ემოციების და და ოცნებების სინამდვილისგან გარჩევაში, საკუთარი თავის კონტროლსა და თევზური ,,მეხსიერების“ გაანალიზებაში.
წარსულ ცხოვრებაში, სული სავარაუდოდ ცხოვრობდა გარემოში, რომელშიც იძულებული იყო საკუთარ სურვილებზე ეთქვა უარი, თევზები ხომ მსხვერპლშეწირვასაც ნიშნავს. სული ინახავს ჩანაწერს, იმ თავგანწირული ქცევებისა, რომელმაც განადგურებამდე მიიყვანა. ის უთუოდ ძალიან დიდი სულიერების პატრონი გახლდათ, შესაძლოა წინასწარმეტყველიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებული აქვს შოკი და ახლა წონასწორობის დაცვა უჭირს.
პატარა პრობლემა და ის, ამ პრობლემასთან გამკლავების ნაცვლად უკვე რეალობიდან გაქცევაზე ოცნებობს, ალტერნატიულ რეალობას ქმნის, იმიტომ რომ ტკივილის ეშინია. სიზმრები და წარმოსახვა მისი თავშესაფარია. უკიდურეს ფორმებში მენტალურ დაავადებებსაც კი ვიღებთ.
თევზი ლილიტი მოჯადოებულია პარალელური სამყაროთი. მისი დევიზია – ,,ვინც ნამყოფია იმ სამყაროში, მხოლოდ ის გამიგებს, რა მაკლია ამ სამყაროში“. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს მას გამოიყენოს ნიჭი მედიცინაში, კერძოდ, კი ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიაში, ნერვიული დაავადებების, ნარკოტიკების, კომას შესახებ კვლევებში.
თუკი ლილიტი თევზების დასაწყისშია, ადამიანს ექნება შესანიშნავი ინტუიცია და შეცნობის უნარი. ეს დაეხმარება მას გახდეს სხვების გზამკვლევი, მასწავლებელი, ჰქონდეს შესანიშნავი მორალური ან რელიგიური ავტორიტეტი.
თუკი ლილიტი ნიშნის დასასრულ გრადუსებზეა აუცილებელია ადამიანმა მეტი სიცხადე სეიტანოს თავის მიზნებში, ჩამოყალიბდეს რა სურს და ისწავლოს დამოუკიდებლობა. ეს ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველი ახალი ციკლის (9წლიანი) ტრანზიტის შემდეგ ახალი ეტაპი იწყება.
დაკავშირებული თემები: ჯანმრთელობის პრობლემები, ნარკოტიკები, ხელოვნური სამოთხის შექმნის ძიება, ტყუილები, ბევრი სასიყვარულო კავშირი, ფსიქიური პრობლემები, ფსევდო გზამკვლევებთან შეხვედრა, კოშმარები, უძილობა, წინასწამეტყველების უნარები, მისტიური აურა, არასწორი სულიერი არჩევანი, უკანონობა…
ცნობილი ადამიანები თევზი ლილიტით: ვივიენ ლი, ანჯელინა ჯოლი,მილა იოვოვიჩი, ჰოლი ბერი, დრიუ ბერიმორი, სალმა ჰაიეკი, ელიზაბეტ ტეილორი,მადონა, შერონ სტოუნი, კრისტიან დიორი, სერგეი ესენინი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯონ ლენონი, ალ პაჩინო, ოსამა ბინ ლადენი, ლუი მეთოთხმეტე, რუდოლფ შტეინერი, მაიკ ტაისონი, ფრედერიკ ბეგდებერი, ოზი ოსბორნი, დიმიტრი მენდელეევი, მიხაილ გორბაჩოვი, შარლოტა ბრონტე და სხვები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია