ლილიტი მერწყულში

0
21427

აქ ლილიტი ძალიან არატოლერანტულია. ადამიანი ფიქრობს, რომ სიმართლეზე მონოპოლიას ფლობს, რაც ძალიან მომთხოვნს და ხშირად ულმობელს ხდის, მაგრამ ცხოვრება მის ყველა პრინციპს  ამსხვრევს.

 

მას ენდომება ისე იცხოვროს როგორც აირჩია საკუთარი სურვილების მიხედვით, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება.  იქნება საზღვრები, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებს და ცხოვრება არ დაანებებს მოვლენების განვითარებაში რაიმე დირექტივების შეტანას. ადამიანი იძულებული შეიქმნება იზრუნოს ახლობლებზე, რაც თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება. ეს გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის, რომ ყველაზე მთავარი შინაგანი თავისუფლებაა.

 

ადამიანი შესაძლოა ცდილობდეს წარსული ცხოვრების ჯაჭვებისაგან გათავისუფლებას  და იბრძოდეს დამოუკიდებლობისთვის.  ის თავისუფლებისმოყვარეა, აქვს  რევოლუციური ინსტიქტები და იმის მიხედვით თუ რამდენად ფართო თვალთახედვა გააჩნია, დიდი სულიერი ჰორიზონტებიც. არის ძალიან დიდი კრეატივის პოტენციალი და რუკა გვაჩვენებს თუ რომელ სფეროში შეიძლება ეს გამოიხატოს. შესაძლოა ადამიანი დაკავებული იყოს საქველმოქმედო აქტივობებით, გონება გაუხსნას საგნების უფრო ფართო  სულიერ ხედვას. ურანი, მერწყულის მმართველი, ყოველთვის ჩქარობს და ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა. სტაბილურობას დიდად არ დაგიდევთ. ეს იმას ნიშნავს რომ გრძელვადიანი პროექტები, გეგმები ყოველთვის ჩაიშლება და შეიცვლება.

 

სამეგობრო წრის ხშირი შეცვლა, მეგობრების ჩანაცვლება, ღალატი, შესაძლოა სიკვდილიც – აი, ყველაფერი, რაც მეგობრობას თან სდევს.  რადგან ურანის ენერგიას ძალიან დიდი ძალა აქვს, კარგი იქნებოდა თუ მივაქცევდით ყურადღებას სატურნის მდებარეობასაც, რომ გავარკვიოთ რა მიმართულება აქვს მას. თუკი ენერგია დახშულია ან არასწორი მიმართულება აქვს, ფსიქიკური აშლილობები, დამბლა შეიძლება მივიღოთ შედეგად.

 

ლომი – მერწყულის ოპოზიცია მუდმივად დაავალდებულებს ადამიანს რომ მისდიოს კონსერვატიულ საზოგადოებრივ წყობილებილებებს და პატივი სცეს მათ. თქვენი ლილიტი მუდმივად წაგაქეზებთ იფიქროთ გულით და არა გონებით, სიყვარულის ცნება შეათავსოთ  თქვენს ზოგადსაკაცობრიო იდეებთან. ამგვარად  გეძლევა შესაძლებლობა  უანგაროდ გამოიყენოთ ვარსკვლავებისგან მიღებული ენერგია.

 

თავისუფლება ყველას! თქვენ უნდა ასწავლოთ ხალხს, რომ შინაგანი თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია ყველასთვის.

 

სავარაუდოდ, წარსულ ცხოვრებაში  ის იმ საზოგადოების ნაწილი იყო, იმ ჯგუფის, ერთიანი იდეალები რომ ჰქონდათ. შესაძლოა ეს თავად აირჩია, ან სულაც თავს მოახვიეს, მაგრამ რა კონტექსტიც არ უნდა იყოს, თანამოაზრეებისგან დიდი იმედგაცრუება ნახა, იდეოლოგიამ კრახი განიცადა. სული ინახავს თავისუფლების ძიებასთან და ადამიანის ღირსების გრძნობის, კეთილშობილების  რწმენასთან დაკავშირებულ გამოცდილებას და ტრავმებს.

 

სწორედ ამიტომ ამ ინკარნაციაში ის ერთდროულად მოხიბლული იქნება და ეჭვს შეიტანს ,,დიდ იდეალებში“. მას სურს საკუთარი თავის ჩადება ამ საქმეში, მაგრამ საფრთხეს ,,გრძნობს“. სწორედ ეს არის მისი დილემაც – მიიღოს თუ უარყოს იდეალები, მოხერხებულობა,  თავისუფლებისმოყვარეობა, ინდივიდუალიზმი. ზედმეტად მიჯაჭვულია თავის თავისუფლებაზე და ამავდროულად ეშინია ისევ მახეში არ აღმოჩნდეს, რა სახის კონტექსტიც, ურთიერთობა და სიყვარულიც არ უნდა იყოს.

 

თუკი შავი მთვარე მერწყულის დასაწყისშია მომავალი ყოველთვის კითხვის ქვეშ დგას: მუდმივი იმპროვიზაცია და ადაპტაციაა საჭირო. არ უნდა გეშინოდეთ მოქმედების, სიტუაციების სამართავად ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების, თუნდაც კონკრეტულ შედეგებს ვერ ხედავდეთ ნათლად.

თუკი შავი მთვარე მერწყულის დასასრულსაა ადამიანმა თავად უნდა მართოს ცხოვრება და იბრძოლოს გამარჯვებისთვის, რაც საკმაოდ რთული იქნება იმიტომ რომ არც ინსტიქტებით ხელმძღვანელობის ნება ექნება და არც საქმის მიტოვების, საკუთარი თავის იძულება მოუწევს.

დაძაბულობა, ნევროზულობა, პრობლემები მეგობრებთან დაკავშირებით, კლაუსტროფობია, სექსუალური ამბივალენტობა, დამოუკიდებლობის სურვილი და შიში, მოულოდნელობები, გაყრა,  აბსოლუტური თავისუფლების ძიება, უცაბედი გამოცდები, უბედური შემთხვევები და მსგავსი ,,საჩუქრები“ თქვენი ლილიტისგან არის. საჭიროა საკუთარი თავის გახსნა სხვებისთვის, თქვენი ჭეშმარიტი პიროვნების გამოხატვა.

 

ცნობილი ადამიანები მერწყული ლილიტით: ემი ვაინჰაუსი, რომი შნაიდერი, სალვადორ დალი,  ბიორკი, ჟაკლინ კენედი, ბეთჰოვენი, ტინა ტერნერი, სტივ ტაილერი, ნილ არმსტრონგი, სლეში (Guns N’ Roses), რუპერტ მარდოკი, ფრანც შუბერტი, ჰერმან ჰესე, ფრენსის ფორდ კოპოლა, ართურ კონან დოილი, რიჩარდ ნიქსონი და სხვები.

 

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია