ლილიტი ვერძში

0
19958

ნიშნის იმპულსურობიდან და თვითნებობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ძალმომრეობას ვაწყდებით. წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა ეს ადამიანები  გლადიატორები, პარტიზანები, მერსენერები, რევოლუციონერები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ძალას იყენებდნენ თავიანთი მოქმედების თავისუფლებისთვის და  მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის იბრძოდნენ. ვერძი ლილიტი მოძალადის კარმაზეც მიუთითებს და ამ ინკარნაციაში შესაძლოა ადამიანს აშინებდეს ან დაინტერესებული იყოს სისხლითა და იარაღით.

 

ვერძი ეს ექშენი იმპულსი, კრეატივის მოზღვავებაა, ის ინიციატორია და შესაბამისად პრობლემა შეიძლება გვქონდეს ,,რაიმეს დაწყებასთან“. მუდმივი დილემა დაიწყო-თუ არ დაიწყო. დამოუკიდებლობისა და თვითნებობის  დაუცხრომელი წყურვილი განვითარების თანმდევია და ცნობიერების ამაღლებასაც გულისხმობს. ყოველგვარი შეზღუდვის, ჯაჭვების, ხუნდების შიში – თავისუფლება ნებისმიერ ფასად….დამოუკიდებლობა… ეს ის საკითხებია, რომლებსაც ირაციონალურ და უხეშ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ასევე ურჩობაში აბსოლუტური სიამოვნების მიღება, აკრძალვებისგან საკუთარი თავის  გათავისუფლებაში სიხარულის განცდა.

 

ამ შემთხვევაში სული ძლიერ უკურეაგირებას ახდენს ძალაზე,  კანონზე,  ავტორიტეტზე,   ბრძანებაზე.   ერთდროულად არსებობს სურვილი და შიში ლიდერობისა. სულს მდიდარი ბექგრაუნდი აქვს საკუთარი ცხოვრების კონტროლისა და ემოციური არამდგრადობის გადაწყვეტის, თუმცა ამავდროულად ქვეცნობიერი მის წარსულ წარუმატებელ გამოცდილებას ინახავს, რომელიც სხვებზე გავლენის ქონასთან, სხვების ჯობნასთან, უპირატესობის მოპოვებასთანაა კავშირში, რაც განაპირობებს  ამბივალენტურ, ორმაგ  მიდგომას დღევანდელ ქმედებასთან – აგრესიულობის ჩახშობა თუ არავითარი თვითკონტროლი. ის ძალიან ეგოცენტრულია, თუმცა არ შეუძლია ამ ეგოს ისე დაცვა, განმტკიცება, როგორც სურს, რადგან როგორც არ უნდა ეცადოს,  ისე გასცეს განკარგულებები და ბრძანებებები,  რომ სხვებს ყურადღება არ მიაქციოს, ცხოვრება   არ მისცემს ამის საშუალებას. ის მუდმივად აიძულებს მას შეზღუდოს თავისი ეგო და დაემორჩილოს სხვების ნებას, პარტნიორი იქნება ეს, მეუღლე თუ სხვები. მისი პირადი ნება შესაძლოა ისე დაინგრეს და განადგურდეს, რომ შესაძლოა საკუთარ თავშიც კი შეეპაროს ეჭვი.  კავშირი ,,მე-სხვები“ ბევრ შემთხვევაში მარცხისთვისაა განწირული.

 

– ერთ შემთხვევაში ადამიანი უხეშად მხოლოდ ,,მე“-თი მიდის წინ,

– მეორე შემთხვევაში სულ შეწუხებული იქნება მერყეობით,

 

ან კიდევ შესაძლოა პრობლემა სხვადასხვა სქესში სხვადასხვანაირად გამოვლინდეს: კაცს ვაჟკაცურობა აკლდეს, ქალი კიდევ საკუთარ თავს ვერ იცავდეს, რადგან ქალია. და ასე დარჩეს ის ადგილი, რომელზედაც ოცნებობენ – სხვებს.

 

დასაწყისში ადამიანს გამოუყენებელი შინაგანი  შემოქმედებითი ძალა აწუხებს, რადგან ვერაფერში იყენებს. თუმცა რაღაცნაირად, ცხოვრება მაინც აჩვენებს მიმართულებას, სადაც, ერთ დღესაც, ამ ძალის გამოხატვას შეძლებს.

 

სიამაყის გამო  არის ცდუნება, რომ ადამიანმა თქვას – მე ვერ ვაკეთებ ისე, როგორც მინდა და ამიტომ აღარ გავაკეთებ. თუმცა ცხოვრება მაინც ასწავლის მას თუ როგორ გამოიყენოს თავისი ძალა და ენერგია არაიმპულსური გზით, სხვისი თავისუფლების დანახვითა და გათვალისწინებით.

 

უნდა ისწავლოს  ასევე როგორ მიყვეს მოვლენებს და შეეგუოს გარემოებებს. მას მარტო მოუწევს ,,ბრძოლა“, უნდა მოეშვას იოლ ცხოვრებაზე ფიქრს, საზოგადოებრივ და ემოციურ სიტუაციებზე ოცნებას.  მთელი მისი ძალა, ენერგია და პოტენციალი ხალხის სამსახურში უნდა ჩადოს. ეს შესაძლოა მტკივნეული აღმოჩნდეს,  რადგან ამისთვის საკუთარი ეგოს მსხვერპლად გაღება მოუწევს, მაგრამ თუ შეეცდება, ერთ დღესაც აღმოაჩენს რომ  აღარ იტანჯება.

სასწორი -,,სხვების აზრი, ნება, სურვილი“ – ვერძის ,,საკუთარი აზრი, ნება, სურვილის“  ოპოზიციაა და სწორედ ის დააყენებს ადამიანს სხვებისა და საზოგადოების ძალის მოპირდაპირე მხარეს. შავი მთვარე ამ ინკარნაციაში აღარ დაანებებს ვერძის უარყოფითი თვისებების გამოყენებას

– სხვები ყოველთვის აიძულებენ მას გაითვალისწინოს მათი სურვილები და დაემორჩილოს მათ ნებას;

– არ ექნება შესაძლებლობა აკეთოს ის, რაც სურს. ერთადერთი რაც მას შეუძლია არის – დააგოს გზა, გააღოს კარი და დაელოდოს.

 

რასაც დაიწყებს საკუთარი ინიციატივით, შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს და პირიქით, რასაც შემთხვევით დაიწყებს, წარმატებით განახორციელოს.

 

თუ ლილიტი 0° და 2° შორისაა, ადამიანმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს საკუთარი სურვილებში სიამოვნების ძებნის გარეშე.

თუ ლილიტი 28° და 30 ° შორისაა ადამიანმა უნდა მოახდინოს მისი პერსონალური სასიცოცხლო ძალების (ვერძი) სტაბილიზება (კურო), რათა იპოვოს ადგილი სადაც ქმედებასა და რეალიზებას შეძლებს.

 

ცნობილი ადამიანები ვერძი ლილიტით – მაიკლი ჯექსონი, მაჰათმა განდი, ალბერტ ეინშტეინი, კურტ კობეინი, ვინსენტ ვან გოგი, ჯაისონ სტეტჰემი, ბენისიო დელ ტორო, ანდრეა ბოჩელი, მარკ ზუკერბერგი, ვლადიმერ ლენინი, პედრო ალმადოვარი, ქეთი მელუა, კეტი პერი, პრინცი ჰარი და ა.შ.

 

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია