თქვენი გზა წარმატებისკენ – ტრანსფორმაციაზე გადის და გარდაქმნების, ძირეული ცვლილებების მეშვეობით ზრდის ძალიან მასშტაბურ ტემპებს შეიძლება მიაღწიოთ. დიდი წარმატების მიღწევს პოტენციალი გაქვთ, ოღონდაც ისეთ საქმეებში სადაც ზედაპირს მიღმა, დამალულის, იდუმალებით მოცულის, დაფარულის გაშიფრვაა საჭირო: გამოძიება, კვლევა, არქეოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, გინეკოლოგია… სხვისი ფულების მართვაშიც წარმატება გექნებათ. შეიძლება დიდი მემკვიდრეობაც გქონდეთ თუ ეს შეერთება მერვე სახლთან არის კავშირში. წარმატებას დიდი დანაკარგების შედეგად აღწევთ. თუმცა მხოლოდ ამ ასპექტით ვერ განსაზღვრავ, მთლიანი რუკის ანალიზია საჭირო.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია