მესამე სახლში

0
7375

შესაძლოა მიუთითებდეს რომ მშობლებისა და დედმამიშვილების კრიტიკას,  თქვენი საკუთარი თავის გამოხატვის ფორმასთან დაკავშირებით,  ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეთ და პატარა შენიშვნაც კი მათი მხრიდან გამანადგურებლად მოქმედებდეს თქვენს თავდაჯერებულობაზე. შესაძლოა გქონდეთ კომუნიკაციის პრობლემა და ლაპარაკის გრცხვენოდეთ, განსაკუთრებით კი ბავშვობაში. შესაძლოა ძალიან ბევრს ფიქრობდეთ იმაზე რა თქვათ და როგორ თქვათ და შესაბამისად ძალიან დიდი დრო გჭირდებოდეთ ხშირად აზრების გამოსახატავად. არ არის საჭირო ამდენი თავის მტვრევა იმაზე, თუ როგორ გამოთქვათ ზუსტად ისე სათქმელი, როგორც გსურთ, იმ შეცდომებს მეტყველებისას რომ უშვებთ, სხვებმა შესაძლოა ყურადღებაც არ მიაქციონ. ნუ დაითრგუნავთ თავს ტექნიკური მხარით და მიეცით საკუთარ თავს უფლება ხანდახან მაინც შეეშალოს რამე.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია