ქირონი მეათე სახლში

0
7843

ეს ძალიან გავს მზეს თხის რქაში. ის ზუსტად ისევე იბრძვის საზოგადოებასა თუ კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებისთვის, როგორც მის ნიშანს შეფერება. გიჟივით მუშაობენ, რათა საკუთარი ღირსების გრძნობა გამოიმუშავონ და გაამართლონ. შესაძლოა ეს კომპლექსი ბავშვობაში გადატანილი ტრამვის შედეგი იყოს, შესაძლოა ის უარყოფილი გახლდათ, ნაღალატევი, შესაძლოა დედა ვერ აღიქვამდა სათანადოდ და ახლა იძულებულნი არიან  საკუთარ თავს დაუმტკიცონ რაღაცა. მაშინაც კი როცა არცერთი მშობელი აღარ არის ცოცხალი, გააფთრებით განაგრძნობენ საკუთარი ღირსეულობის დამტკიცებას.

გაფრთხილდით,  სტატუსისთვის ბრძოლა შესაძლოა აკვიატებად გადაგექცეთ, ხელმძღვანელობის ნიჭს გაკონტროლება სჭირდება, სხვების გამოსწორებაზე ზრუნვა კარგია, თუმცა საკუთარ თავს თუ არ დააზარალებთ ამით. ეცადეთ გააცნობიეროთ ამ თქვენი აკვიატების მოტივაცია, თორემ რამდენი ჯილდოც არ უნდა გადმოგცნენ, რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოთ და როგორც არ უნდა დაგაწინაურონ, არასოდეს იქნება ის თქვენთვის საკმარისი და ვერასოდეს იგრძნობთ თავს მშვიდად. ეცადეთ საკუთარი თავი ისეთი მიიღოთ და შეიყვაროთ, როგორიც არის.

 

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია