ის არავის არ გავს, სხვანაირია და ამიტომ ხშირად მიუღებელია თანატოლებისთვის, კლასისთვის, ჯგუფისთვის. შესაბამისად თავადაც არ გრძნობს თავს ხალხში კომფორტულად, სოციალურ ურთიერთობებს ერიდება და მხოლოდ თანამოაზრეებთან კონტაქტობს. ამიტომაც არის მიჯაჭვული კომპიუტერულ თუ სხვა სახის ტექნოლოგიებზე, ინტერნეტი მისთვის ერთადერთი საშუალებაა, სადაც მისთვის საინტერესო ხალხს და ინფორმაციას პოულობს. თქვენში არის ლიდერობის პოტენციალი, ხელმძღვანელობის ნიჭი, მაგრამ მის გამოყენებას მხოლოდ მაშინ მოახერხებთ თუ უცხო ადამიანებს გაეხსნებით – ამ სამყაროში ხომ ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. თქვენ განსაკუთრებული საქმისთვის გაჩნდით ამქვეყნად, უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ რა არის ეს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია