თქვენ ღია ხართ ადამიანებთან ყოველგვარი უჩვეულო, არატრადიციული სიყვარულის და ურთიერთობის ფორმებისთვის. განსხვავებული ადამიანების კომპანიაში თავს ბედნიერად გრძნობთ. პარტნიორობაში ძალიან ლიბერალური ხართ, იმდენ თავისუფლებას აძლევთ პარტნიორს, რამდენიც სჭირდება, არ ზღუდავთ, სულს არ უხუთავთ.
გიყვართ სიურპრიზები. სასიყვარულო სფერო ბევრ სასიამოვნო მოულოდნელობას გპირდებათ. შესაძლოა ისეთ დროს და ისეთ გარემოებაში შეხვდეთ სიყვარულს, რომ ვერაფრით წარმოიდგენდით. შესაძლოა დაუგეგმავადაც დაქორწინდეთ. თქვენი შეყვარებული თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება. შესაძლოა სრულიად მოულოდნელად დიდი ხნის მეგობარიც შეგიყვარდეთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია