ვენერა მერკურის შეერთება

0
6005

,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“ – სწორედ ამ ასპექტზეა ნათქვამი. თქვენ ადამიანების მოხიბვლის საოცარ ნიჭს ფლობთ. ვენერას მთელი ტაქტი, შარმი და არტისტული პოტენციალი ეფექტური კომუნიკაციის პროცესზე იხარჯება. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა. იცით, როდის რა თქვათ და როგორ თქვათ. ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად შესაძლოა კომპრომისზეც წახვიდეთ, თუმცა ფეხის შესაწმენდ ტილოდ არასდროს იქცევით, რადგან ძალიან ჭკვიანი ხართ. ძალიან ბევრი ხრიკი იცით იმისთვის, რომ პირდაპირი კონფრონტაციის გარეშეც მოახერხოთ თავის დაცვა.

შესანიშნავი ორატორი ხართ, ლამაზი ხმა გაქვთ, შეიძლება კარგად მღეროდეთ კიდეც, ან რადიოწამყვანი იყოთ. პუბლიკას უყვარხართ. წერითი უნარებიც გექნებათ. ლიტერატურაში, პოეზიაში, განსაკუთრებით ამ სახის თარგმანებში  – ტალანტი. კარგად ფლობთ ფლირტის ხელოვნებასაც. მოგწონთ ინტელექტუალური პარტნიორები. შესაძლოა რამდენიმე გატაცება, ან ჰობი გქონდეთ. ფულს თქვენი მახვილი გონების წყალობით იშოვით, იდეების კუპიურებად ქცევის ნიჭი გაქვთ. კარგი ნაცნობები გყავთ, კარგი და-ძმები და ნათესავები.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია