ვენერა მარსის დადებითი ასპექტი

    0
    3816

    თქვენ ის ხართ, რაც ხართ, არ მალავთ თქვენს ნაკლს და მაინც მომხიბლავი ადამიანი ბრძანდებით. შეცდომებს ყოველთვის აღიარებთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობით სარგებლობთ. იმის გატანას, რაც გსურთ მუდამ ახერხებთ თანდაყოლილი დიპლომატიის ან ბუნებრივი შარმის, მოხიბვლელობის წყალობით. არც მწვადს წვავთ, არც შამფურს. არავინ ნაწყენი არ გრჩებათ და ყველაფერი თქვენი სურვილის მიხედვით ხდება. ქალებს, ასეთი ასპექტით, მამაკაცები ვერაფერზე ეუბნებიან უარს.

    ეს კარგი ასპექტია ბოდიბილდერებისთვის, ათლეტებისთვის, ფიგურული სრიალისთვის, ცეკვისთვის… მოკლედ, სილამაზის და სპორტის ჰარმონიული შერწყმაა ვენერას და მარსის ჰარმონიული ასპექტი და თქვენ ამის გამოყენება ძალიან შემოქმედებითაც შეგიძლიათ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია