ვენერა სიყვარულის, სილამაზის, ურთიერთობების პლანეტაა, როცა მას მარსი უერთდება რომელიმე ინდივიდის პირად რუკაზე, ეს ადამიანი ერთი ნახვით შეყვარებისკენ ხდება მიდრეკილი.
თქვენ შესაძლოა ფიზიკური ლტოლვა სიყვარულში გერეოდეთ, პირველად იმპულსების გაჩენისთანავე იფიქროთ რომ გრძნობები გაგიჩნდათ. უცებ აღტაცდებით ხოლმე, აგიზგიზდებით, ცოტა ხანი ანთიხართ და მერე ქრებით. ეს ხანმოკლე ვნებებია, განსაკუთრებით თუ შეერთება კარდინალურ ნიშნებში ხდება, მაგალითად ვერძში.
კონტაქტში ისე უცებ შედიხართ, ადამიანის ნორმალურად გაცნობასაც ვერ ასწრებთ. ადვილად იღგზნებით, ტვინში მოწოლილი სისხლი აზროვნების უნარს გართმევთ და შესაძლოა ერთ დღეს სრულიად უცხო ადამიანის გვერდით გაიღვიძოთ, რომელიც გეგონათ რომ გიყვარდათ. როდესაც ვინმე მოგწონთ, მთლიანად ინქტიქტები გმართავენ და საერთოდ არ გაინტერესებთ შეგეფერებათ თუ არა ის. მოკლედ, რამდენიც არ უნდა ხატოთ ცივ გონებაზე თქვენთვის იდეალური პარტნიორის სურათ-ხატება, როგორი რაციონალური ტიპაჟიც არ უნდა ბრძანდებოდეთ, მთავარი თქვენთვის სხეულებრივი მიზიდულობაა და როდესაც ჰორმონები ბობოქრობენ, მენტალური თუ სხვა სახის ურთიერთგაგება უკანა პლანზე ინაცვლებს, ყველაფერი სულერთი ხდება, საკუთარი გრძნობებით მოცული და დაბრმავებული ხდებით.
ეს ასპექტი სექსუალურობის ასპექტიცაა, მაგრამ პირად ფრონტზე დიდი ვერაფერი ბედის საჩუქარია, იმიტომ რომ მარსი ცოტა მავნე ბიჭუნაა, ჩხუბისთავი და როცა ამ ნაზ პლანეტას ეხუტება, აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მშვენივრად უგებთ, კონფლიქტური ურთიერთობებისკენ იქნებით მიდრეკილი, ჩხუბისა და დაკა-დაკისკენ. მოფერების სტილიც ასეთი გექნებათ, ცოტა უხეში და აგრესიული. თქვენც რომ არ იყოთ ასეთი, პარტნიორს მოიზიდავთ პროვოკატორს (ეს უფრო მამაკაცებს ეხებათ). რაც შეეხება ქალებს თავად არიან ცეცხლისწამკიდებლები.
ხშირად ისე ხდება რომ ეს ორი ქალური და მამაკაცური ენერგია ერთმანეთის გაბათილებში იკარგება. თან ჰარმონიული ურთიერთობები გინდათ, თან რაც გინდათ იმის კეთება ისე, რომ არავის აზრი გაითვალისწინოთ. თან ამაღლებული და დაწვეწილი სიყვარული თან ბობოქარი, ველური ვნებები. თან სირბილე და სინაზე, თან აგრესია. თქვენი მოთხოვნები სიყვარულსა და სექსში ხანდახან თავადვე გაბნევთ სავარაუდოდ ისეა ყველაფერი ერთმანეთში გადახლართული.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია