ვენერა იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი

0
9018

გილოცავთ,  ამ ორი კეთილი პლანეტის ჰარმონიული ალიანსი, მარტივად რომ გითხრათ, ასე იშიფრება – სიყვარულში და ფინანსებში იღბალი. ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ, წარმატებული ქორწინება (თუკი მეშვიდე სახლიც ჯანმრთელია) და ფულსაც მარტივად იშოვით. თქვენ გიმართლებთ – ასე ფიქრობენ გარშემომყოფები და ეგებ თავადაც ეთანხმებოდეთ კიდეც. თქვენ ხომ ოპტიმისტი ხართ, ურთიერთობებში ძალიან მაჟორული – მხიარული, ხმამაღალი და ძალიან კეთილგანწყობილი. უზარმაზარი გული გაქვთ, რომელშიც უამრავი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. ცდილობთ ყველას და ყველაფერს საუკეთესო მხრიდან უყუროთ.

გეყვარებათ მოგზაურობა, უცხოეთი, უცხოელები. შეიძლება უცხოელი მეუღლეც გყავდეთ, ან უცხოელები გმფარველობდნენ. მასწავლებლების საყვარელი მოსწავლე იქნებით, ლექტორებსაც ეყვარებით, უფროსებსაც,  მაღალი სოციალური წრის, მაღალჩინოსნების მხარდაჭერაც გექნებათ.  ისინი წინსვლაში დაგეხმარებიან.

მოკლედ, სამყარო თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია. ერთადერთი, რაც გევალებათ ზომიერების დაცვაა, ნუ გახდებით მფლანგველი, კომფორტის და კარგი ცხოვრების სიყვარული ნუ გაგაზარმაცებთ, წყალობა მიიღეთ როგორც საჩუქარი და იყავით მადლიერი, ნუ ჩათვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს. იღბალი თქვენთანაა, მაგრამ თავადაც უნდა გააკეთოთ რამე. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ გარანტირებული წარმატება და პოპულარობა.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია