ვენერა იუპიტერის შეერთება

0
4790

ოპტიმისტი ხართ, მხიარული, სოციალური… ადამიანებს და ცხოვრებას საუკეთესო მხრიდან ხედავთ. მოსიარულე სიყვარული ხართ, დადიხართ და ყველას თქვენს კეთილ სურვილებს და გრძნობებს ჩუქნით.  მატერიალური სიამოვნებები გხიბლავთ, მოგწონთ ყველაფერი დიდი, ლამაზი, ბევრი… და ,,უცხო“.

კარგად ცხოვრება და კომფორტი იმდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფუფუნების საგნებს შეიძლება უკანასკნელი კაპიკები მიახარჯოთ და მერე ვალებში ჩაეფლოთ. საკრედიტო ბარათებთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ფულის ხარჯვისას ზომიერების დაცვა შეიძლება გიჭირდეთ… შოპინგი თქვენი სუსტი წერტილია. საკუთარ თავს ხშირად იმაზე მეტის უფლებას აძლევთ, ვიდრე შესაძლებლობები გაქვთ. ეცადეთ ამ მავნე ჩვევას ებრძოლოთ. მომავლიდან სესხებას მოეშვით და ყურადღებით იყავით კომფორტისადმი სიყვარულმა არ გაგაზარმაცოთ.

თუ სატურნი არ გიზიანებთ ამ ასპექტს, ბევრი თაყვანისმცემლები გეყოლებათ, ბევრი კონტაქტები, საწინააღმდეგო სქესში პოპულარული იქნებით. შეიძლება უცხოელები გიზიდავდნენ, სხვა კულტურის წარმომადგენლები, ლექტორები, მასწავლებლები, უფროსები… ტიპაჟები, რომლებიც ზრდაში დაგეხმარებიან სულიერი, კარიერული თუ ფინანსური თვალსაზრისით. იზიდავთ კიდეც ასეთ ტიპებს. ხშირად მაღალი წრის ადამიანები გეხმარებიან, მაღალჩინოსნები გმფარველობენ.

ქორწინებაც იღბლიანი უნდა გქონდეთ (განსაკუთებით თუ ეს შეერთება მეშვიდე სახლში ხდება, ან კიდევ ამ პლანეტებს კავშირი აქვთ მეშვიდე სახლთან), თუ რამე სასწაული არ ხდება დანარჩენ რუკაში. მოკლედ, ეს კარგი ასპექტია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისე არ მიიღებთ სამყაროს მხარდაჭერას, როგორც აუცილებლობას. ნუ ჩათვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს, სანაცვლოდაც გაიღეთ რამე.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია