მზე ვენერას შეერთება

0
13242

ეს ნარცისების ასპექტია, საკუთარი თავის სიყვარულს ნიშნავს. ძალიან გინდათ, რომ გარშემომყოფებს მოსწონდეთ. ყველას. განურჩევლად ყველას.

მზე ვენერას შეერთების მქონე ინდივიდები ძალიან  სოციალური და  მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომელთაც ძალიან მოსწონთ პოპულარობა და სიამოვნებთ, როცა კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ.  ვენერა – სხვების მოხიბვლის ნიჭი დაკავშირებულია მზესთან -თვითგამოხატვასთან,  ამიტომ ყველაზე ხშირი ეს ასპექტი არტისტების რუკებშია, შოუბიზნესის წარმომადგენლების, მსახიობების, მომღერლების… ეს შემოქმედებითი ტალანტია. იგი ფიზიკურ სილამაზესაც იწვევს, თუმცა ლამაზიც რომ არ იყოთ, გექნებათ რაღაც შინაგანი შარმი, რომელიც გარშემომყოფებს თქვენ მიმართ დადებითაც განაწყობთ.

ქალებს ამ მაჩვენებლით ლამაზი კაცები მოსწონთ, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცის გარეგნობას, ჩაცმულობას. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი ნამდვილი დონ ჟუანები არიან. ქალებში პოპულარობით სარგებლობენ და თვითონაც ძალიან მოწყურებულნი არიან საწინააღმდეგო სქესის კომპანიაში ყოფნას.

ისე კი ორივე სქესის წარმომადგენლები ძალიან დაინტერესებულნი არიან პარტნიორის პოვნის საკითხით და ურთიერთობებში  ყველაზე უკეთ ახერხებენ პიროვნულ რეალიზებას.

დიპლომატები ხართ, პირდაპირი კონფრონტაციის ნაცვლად საკუთარ მომხიბვლელობას, ხრიკებს შეიძლება იყენებდეთ ადამიანების სამართავად. ტაქტიანი ხართ და ლამაზი ურთიერთობები მოგწონთ. ჰარმონიის შესანარჩუნებლად კომპრომისზეც წახვალთ და შეიძლება ზედმეტიც დათმოთ. არსებობს გაზარმაცების საფრთხეც.

თქვენ  გიყვართ კარგი ცხოვრება, გაქვთ კარგი მანერები, შესანიშნავად გრძნობთ სტილს და კარგად

 

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია