მზე ურანის დადებითი ასპექტი

    0
    2998

    ცოტა უცნაური, მაგრამ სასიამოვნოდ უცნაური, უნიკალური, კრეატიული და პროგრესული ადამიანი ხართ. სხვებს არ ჰგავხართ. თვითგამოხატვის არაორდინალურ მეთოდებს არჩევთ. ადამიანების თანასწორობის იდეის გჯერათ, ყველანაირ ადამიანთან ახერხებთ ურთიერთობას და თანაც ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება გაქვთ, ვინც არ უნდა იყოს ეს მეფე, თუ პაიკი.

    ტრადიციების ერთგულს ნამდვილად ვერავინ გიწოდებდათ. დამოკიდებულებები არ გიყვართ, რეფორმებისკენ ისწრაფვით, თუმცა არც ისე ხართ თავისუფლების იდეით შეპყრობილი, რომ შეჩვევას საფრთხედ აღიქვამდეთ. თუ რამის შეცვლა გადაწყვიტეთ, უკეთესი ალტერნატივა გექნებათ ხელში.

    არაფერი გაოცებთ, ვერაფრით გაგაკვირვებთ, თუმცა გამუდმებით რაღაც უცნაურ მოვლენებს იზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გექნებათ და მდიდარ გამოცდილებას მიიღებთ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...