მზე სატურნის შეერთება

0
5431

დაბადებით დიდი და სერიოზული ადამიანი იქნებით, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე. თუკი ასტროლოგიაში ცოტა მაინც ერკვევით უფრო მარტივად გეტყვით –  თხის რქული ტიპაჟი. ცივი, თავდაჭერილი, ცოტა სკეპტიკური და ეგებ ცინიკურიც – უზარმაზარი ამბიციებით.

შესაძლოა მშობლები, ან ცხოვრება თქვენგან ძალიან ადრეულ ასაკში ითხოვდნენ გაზრდას, ასე თუ ისე, რეალობა მთელი სიმძიმით პატარაობიდანვე დაგაწვათ მხრებზე. იცით, რომ შეუძლებელია ყოველთვის მიიღო ის, რაც გინდა და ცდილობთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ, შეზღუდოთ. დაბალი თვითშეფასება გაქვთ და გამუდმებით რაღაცას უმტკიცებთ საკუთარ თავს, გარშემომყოფებს. სულ ხვალინდელ დღეზე ფიქრობთ და დროის დეფიციტს საშინლად განიცდით.  გინდათ, რომ სხვები ამჩნევდნენ თქვენს ეფექტურობას, თუმცა პროჟექტორების შუქის გეშინიათ.

საშინელი კომპლექსებით იტანჯებით, თუმცა შესაძლოა საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებდეთ. მკაცრი და სარკასტული – ყველასგან საკუთარი შესაძლებლობების  მაქსიმუმის გამოყენებას ითხოვთ. ძალიან დისციპლინირებული ხართ, თანმიმდევრული და სისტემური.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია