მზე მთვარის დადებითი ასპექტი

    0
    8080

    ემოციები და სურვილები, საჭიროებები და მიზნები ერთმანეთთან ჰარმონიაშია. დაბალანსებული ინდივიდი ხართ. ჰარმონიული ურთიერთობები მოგწონთ და საკმაოდ პოპულარულიც ხართ  საწინააღმდეგო სქესში. შინაგანი თავდაჯერებულობის წყალობით არაფრის გამო ზედმეტ აჟიოტაჟს არ ქმნით. მარტივად უყურებთ პარტნიორულ ურთიერთობებს და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე იწყებთ სერიოზულ ურთიერთობებს.

    პრობლემა შეიძლება შექმნას იმან, რომ ზედმეტად მიმტევებელი შეიძლება იყოთ. ჰარმონიის შენარჩუნების გამო ბევრ კომპრომისზე წახვიდეთ. იმდენად გეშინიათ კონფლიქტების კომფორტის ზონიდან გასვლა გიჭირთ და არსებობს საფრთხე რომ ერთ ადგილზე გაიჭედოთ,  ვერ განვითარდეთ. ,,როცა ერთი კარი იკეტება, იღება მეორე“, გაუშვით ყველაფერი ზედმეტი და მოძველებული თქვენი ცხოვრებიდან. ისწავლეთ, რომ კომპრომისი ხანდახან ძალიან, ძალიან ცუდი რამეა.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია