მზის შეერთება მთვარესთან

    0
    1974

    თუკი მზის და მთვარის ნიშანი ერთმანეთს ემთხვევა თქვენ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებები გაგიორმაგდებათ, ანუ ნიშნის ძალიან მკვეთრად გამოხატული ტიპაჟი იქნებით.

    ზოგადად კი თქვენი სურვილები და მოთხოვნილებები გაერთიანებულია. კარგად გესმით საკუთარი თავის. იცით რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოთ. გადაწყვეტილებებს შინაგანი კონფლიქტების გარეშე იღებთ. ფიქრობთ, რომ ბედნიერი ბავშვობა გქონდათ. მესიჯები, რომელსაც დედისგან და მამისგან იღებდით ერთმანეთთან თანხმობაშია, ამიტომ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა არ გიჭირთ. ურთიერთობებს მარტივად უყურებთ. პოპულარულიც ხართ და თუ დანარჩენი რუკაც ხელს გიწყობთ, პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემები არ უნდა გქონდეთ.

    განწყობის ადამიანი ხართ. ისეთი ხართ, როგორ ხასიათზეც ბრძანდებით. ადვილად ეჩვევით და ჩვევებზე უარის თქმა გიჭირთ. პატივს სცემთ წარსულს, წინაპრებს… ემოციურ დონეზე საკმაოდ იმპულსური შეიძლება იყოთ. გაქვთ კარგი ინტუიცია და შეგიძლიათ ადამიანების და სიტუაციების ,,წაკითხვა“.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია

    loading...