თქვენ ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანი ხართ, უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგიის მარაგით. სურვილები და დრაივი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. იბრძვით იმისთვის, რაც გსურთ და თანაც არა აგრესიული მეთოდებით. ჩხუბისთავი არ ხართ. პრობლემებთან გამკლავების საოცარი უნარი გაქვთ. ყველა სირთულეს თავდაჯერებული, ენთუზიაზმით სავსე ხვდებით. გიყვართ შეჯიბრი და თანაც ეს იმდენად ძალდაუტანებელია, იმდენად გულწრფელი და ბუნებრივი ხართ ამ შეჯიბრის პროცესში, არავის აღიზიანებს.
თამამი ხართ, უშიშარი, თავდაჯერებული. კარგად აკონტროლებთ საკუთარ ქცევებს, ქმედებებს, იმპულსებს, სურვილებს, ინსტიქტებს და მათ ჰარმონიულ გამოხატულებას აძლევთ. არ გიყვართ უხეშობა და საკუთარი აგრესიის მართვას შესანიშნავად უმკლავდებით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია