მზე მარსის შეერთება

0
8023

რთულია ამ ხალხის მიმართ გულგრილი დარჩე.  უჩვეულო წარმოსადეგობა აქვთ. ძლიერი დრაივი. ბრწყინვალე აურა, რაღაც ვაჟკაცური ჰაერი ტრიალებს მათ გარშემო, ასხივებენ ნდობას და  საიმედოობას, თუნდაც რეალურად ასე არც იყოს.

აქტიური ხართ, ენერგიული, კონფრონტაციისთვის მუდმივ მზადყოფნაში. მიზნისკენ შემოვლითი გზებით სიარული არ გჩვევიათ. პირდაპირი ხართ და ყველაფერი უცებ გინდათ… ახლავე!  აკეთებთ იმას, რაც გსურთ და არავის ებოდიშებით, თავს არავის წინაშე გრძნობთ ვალდებულად. თვითგამოხატვის ფორმა აგრესიულია. შეიძლება ითქვას – უხეშიც. ყველაზე წინ თქვენი საკუთარი ინტერესები დგას… ,,მე! მე!“ ყველაფერი თქვენს ხელთაა. ვერაფრით წარმოგიდგენიათ უბრალოდ ისხდეთ და ელოდეთ, როდის მოხდება თავისით რამე (თუ ეს შეერთება მაინცდამაინც კირჩხიბში არ არის… კირჩხიბის შემთხვევაში ეს ასპექტი მთელი ძალიათ მოქმედებას მაშინ იწყებს, როცა საფრთხეს გრძნობს).

ძალიან მოუთმენელი ხართ, ოღონდაც ნერვულ ნიადაგზე კი არა, ჭარბი ენერგიის გამო. საჭიროა მისთვის სწორი მიმართულების მიცემა, თორემ აგრესიულობასა და კონფლიქტებში გამომჟღავნდება. თქვენთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა: სპორტი, სამხედრო საქმე და ყველა ის სფერო, რომელიც მას გამოწვევებს ჰპირდება.  მჯდომარე ცხოვრება და გატკეპნილი ბილიკებით სიარული ბევრ პრობლემას შეგიქმნით, შეიზლება დონ კიხოტად გაქციოთ, ქარის წისქვილებთან მეომარ რაინდად, ცეცხლისწამკიდებლად, ან უბრალოდ შარიან ტიპად, რომელიც სულ ფათერაკებში ეხვევა.

ეს ორი მამრობითი სქესის პლანეტის შეერთებაა. მარსი ერთადერთი პლანეტაა, რომელიც მზის სიახლოვეში კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება. რომელი სქესის წარმომადგენელიც არ უნდა ბრძანდებოდეთ ძალიან მძლავრი მამაკაცური საწყისი იქნება თქვენში.

კაცები ამ ასპექტით სიყვარულში მონადირეები არიან, გიჟდებიან დაბრკოლებების გადალახვაზე. რაც უფრო მეტს გააწამებენ, მით უფრო უმძლავრდებათ მოპოვების სურვილი.

რაც შეეხება ქალებს, მათ ძლიერი და ინიციატივიანი მამაკაცები მოეწონებათ, ცოტა აგრესიულიც. მათ წარმოსახვაში არსებული ქმრის, მისი შვილების მამის და საყვარელი კაცის ხატი ერთმანეთს დაემთხვევა. ასეთმა ქალებმა იციან როგორი კაცი სჭირდებათ და ისეთები მოსწონთ, როგორებიც სჭირდებათ.  შეიძლება გყავდეთ მამა ან ქმარი,  რომელიც სულ ფათერაკებში ეხვევა და პერიოდულად სისხლში ამოსვრილი ბრუნდება სახლში, ეგებ სპორტსმენი იყოს, მოკრივე, შეიძლება ეს მენტალური აგრესიაც იყოს… გააჩნია ნიშნებს და სახლს. ფაქტი ერთია – უხეში ენერგია გამოსავალს პოულობს პარტნიორზე პროექციის სახით.

თუკი თქვენი ენერგიის მართვას მოახერხებთ, მიმართულება მისცემთ და რეჟიმში ჩასვამთ, მარადიულ ცეცხლად იქცევით, რომელიც არც წვავს, არც ქრება – უბრალოდ იწვის და მიმდევრებს გზას უნათებს. გულს ყურადღება მიაქციეთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია