მზე იუპიტერის შეერთება

    0
    6402

    თუკი  ამ ასპექტში სატურნიც არ მონაწილეობს, მაშინ იგი ბევრ ენთუზიაზმს და ოპტიმიზმს იძლევა. ყოველთვის საუკეთესოს ელოდებით – საკუთარი თავისგან, სხვებისგან და ზოგადად, ცხოვრებისგან. გირჩევნიათ სამყაროს ნათელ მხარეებს ხედავდეთ.

    ზედმეტმა თავდაჯერებულობამ იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შესაძლოა პრობლემებიც კი შეგიქმნათ, იმიტომ რომ ზომიერების დაცვას ვეღარ ახერხებთ ვერც გართობაში, ვერც თამაშში, ვერ სასმელში და ვერც საჭმელში. ჭამთ იმიტომ რომ ჭამოთ, ყიდულობთ ძვირფას ნივთებს, უბრალოდ იმიტომ რომ იყიდოთ. ფლანგავთ, რადგან იცით, რომ კიდევ იშოვით. რატომღაც დარწმუნებული ხართ, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება.

    უნდა ვაღიაროთ, ეს რწმენა ჰაერზე არ დგას. გარედან რომ დაგაკვირდეთ ადამიანი, მართლა მოეჩვენება, თითქოს მხარზე ანგელოზი გაზით და ყველაფრისგან გიცავთ, გიფარავთ…უკანასკნელ წუთებში, როცა ყველა იმედი გადაწურულია, სასწაული ხდება. თქვენი უდარდელი ქმედებების უარყოფით შედეგებს ხშირად ირიდებთ თავიდან, თუმცა გაზრდილ სესხებს ან მომატებულ კილოგრამებს შეიძლება ვერაფერი უყოთ. თანაც არც პერიოდული დეპრესიებისგან ხართ დაცული, მიუხედავად იმისა რომ ცუდად ყოფნას მიუჩვეველი ხართ, უბედურის როლში ყოფნას ვერ ეგუებით.

    ნიჭიერიც ხართ, კეთილი, გულუხვი, გულწრფელი. შეჯიბრს დახმარების ხელის გაწოდებას არჩევთ. არაფერს იშურებთ, ბოლომდე გასცემთ და იმაზე მეტს პირდებით, ვიდრე მიცემა შეგიძლიათ… თუმცა ესეც გულკეთილობით და ამიტომ ადამიანებსაც მოსწონხართ. თუკი პასუხისმგებლობის გრძნობას გამოიმუშავებთ,  გაცილებით უფრო დიდი წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია