მთვარე ვენერას დადებითი ასპექტი

0
11818

ამ მაჩვენებლის მქონე ორივე სქესის წარმომდგენლები ძალიან მომხიბლავები არიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესში. პარტნიორული ურთიერთობების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია.

ქალები, ვენერა მთვარის ჰარმონიული ასპექტებით, ძალიან ფემინინურები არიან, რაზეც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ჭკუა ეკეტებათ. კაცები ინსტიქტურად გრძნობენ რამხელა სითბოს და სიყვარულის მიღება შეუძლიათ ამ ქალისგან. ვენერა მთვარის ჰარმონიული ასპექტების მქონე გოგონა, ორსულობაში კიდევ უფრო მომხიბლავი ხდება. ბავშვების გაჩენის შემდეგ ლამაზდება. დედის როლში კიდევ უფრო სასურველია მამაკაცებისთვის.

კარგად იცვამს, კარგი გემოვნება აქვს. უნდა რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. გარდა ამისა, დიპლომატია სისხლში აქვს, იცის სად რა თქვას,  როგორ თქვას,  როდის გაჩუმდეს და როდის ილაპარაკოს. პირდაპირი კონფრონტაციის გარეშე,  ქალური ხრიკებით ყოველთვის იმის მიღებას ახერხებს, რაც სურს.

კულინარიული შესაძლებლობებიც აქვს – თუკი საჭმელს აკეთებს, გემრიელი გამოსდის. მოკლედ, ეს ქალი ნამდვილი განძია ოჯახში და თუკი სხვა ასპექტებიც ხელს უწყობენ, როგორც წესი იღბლიანი ქორწინების ერთ-ერთ მაჩვენებლადაც ითვლება.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათ ზუსტად იციან, როგორი ქალი სურთ, ვინ სჭირდებათ. ყოველთვის ის მოჰყავთ ცოლად, ვინც უყვართ და ბედნიერები არიან ამ არჩევანით. არ უჭირთ თანამგზავრის პოვნა, რადგან ცოლის, საყვარელი ქალის, მისი შვილების დედის იდეალები ერთმანეთს ემთხვევა. მას უმართლებს ქალებში და თავადაც კარგი ქმარია.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია