მთვარე ვენერას უარყოფითი ასპექტი

0
13349

ძალიან დამთმობი, ხათრიანი ადამიანი იქნებით, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში. ადვილად დაუმეგობრდებით და დაუახლოვდებით ადამიანებს და ბევრჯერ შეიძლება გაგიცრუვდეთ იმედი, რადგან რატომღაც ვის მიმართაც კეთილგანწყობილი ხართ, იმათ ავტომატურად თქვენ მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევთ. ეს სისუსტეა – თქვენ ბევრს აკეთებთ მათთვის, მათ კი შეიძლება ეს სულაც არ დაგიფასონ.

ეგებ ემოციურ მოთხოვნილებებზე უარის თქმაც გიწევდეთ ურთიერთობების გადასარჩენად. ჰარმონიის შესანარჩუნებლად მსხვერპლზე მიდიოდეთ. ემოციური მოთხოვნილებების დანაკლისს,  შესაძლოა შოპინგით ან ჭამით ინაზღაურებდეთ…. სიყვარულს დანაკლისს სიამოვნების მიღებით ინაზღაურებდეთ.

ზოგადად, ეს ასპექტი ძალიან ბევრნაირად შეიძლება გაიშიფროს და გამოვლინდეს. თანაც შესაძლოა ერთი შეხედვით არც ჩანდეს, რადგან შინაგან პროცესებზეა საუბარი. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პლანეტების სახლებსა და ნიშნებს.

ზოგადად,  მთვარე გრძნობებია, ემოციები, დედობრივი ინსტიქტებიც, ვენერა კიდევ პარტნიორული ურთიერთობები, სოციალიზაცია, სილამაზის აღქმა, ჰარმონიისკენ სწრაფვა. მათ შორის უარყოფითი ასპექტი კონფლიქტს შექმნის ადამიანის ამ ორ როლს შორის.

ზოგიერთი ასტროლოგის აზრით,  ეს ქალის რუკაზე დედასთან ( სხვა ქალებთან, ზოგადად საზოგადოებასთან) კონფლიქტური სიტუაციების მაჩვენებელია.  შესაძლოა ქალს არ მოსწონდეს დედის ამპლუაში საკუთარი თავი. არ მოსწონდეს ორსული საკუთარი თავი… არის შანსი, რომ თუკი ძალიან არ მოინდომებს და არ იზრუნებს საკუთარ გარეგნობაზე, შვილის გაჩენის შემდეგ მომხიბვლელობა დაკარგოს.  შეიძლება იმდენად ეშინოდეს რომ ორსულობა სილამაზეს წაართმევს, ან ბავშვი ხელს შეუშლის მშვიდ ცხოვრებაში, საერთოდ არ უნდოდეს შვილები. ისიც არ არის გამორიცხული ქალმა, დედად გახდომის შემდეგ საერთოდ დაივიწყოს რას ნიშნავს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, დაივიწყოს რომ ქალია, ან პირიქით, იმდენად გადაყვეს საკუთარ თავს, შვილები არ ახსოვდეს. მოკლედ, ამ ორ როლს შორის კონფლიქტია და თქვენ აუცილებლად უნდა ეცადოთ დაიცვათ ზომიერება. გაავლოთ მკვეთრი ზღვარი. თქვენ დედაც ხართ და ქალიც.

თუ მამაკაცი ხართ შესაძლოა დედათქვენს არ მოსწონდეს თქვენი არჩევანი პარტნიორებში, თქვენს მეუღლეს და დედას ჰქონდეს ცუდი ურთიერთობა, ან კიდევ თქვენი იდეალები სასურველ ქალსა და ქალს, რომელიც გჭირდებათ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს – ანუ, მოგწონდეთ ერთი და  ცხოვრების თანამგზავრად გინდოდეთ სხვა… ,,უყვარს ერთი და ცოლად მოჰყავს მეორე“ – ამ ასპექტის ტიპური შემთხვევაა. კაცი, ასეთი მაჩვენებლით ხშირად ვერ ხვდება საერთოდ რას ითხოვს საწინააღმდეგო სქესისგან. მუდმივად ორ ქალს შორის შინაგან ან გარეგან კონფლიქტებშია გაჩხერილი. დაორსულებულ ცოლზე შესაძლოა გული აუცრუვდეს, ზოგადად ორსული ქალები საშინლად არ მოსწონდეს… ვერ წარმოედგინოს მათთან როგორ შეიძლება ჰქონდეს სექსი.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია