ეს ისეთი ასპექტი არ არის, რომ ყველასთვის ხილული იყოს, მაგრამ ,,რაც არ ჩანს, არ ნიშნავს რომ არ არსებობს“. პროცესები შესაძლოა შინაგან დონეზე მიმდინარეობდეს. მთვარეც და ვენერაც ფემინინური პლანეტებია და ამ ასპექტით ,,ინ“ ენერგიების შერწყმა ხდება.
ყველაფერი ჩვენს ბავშვობასთან და დედასთან არის დაკავშირებული. ძალიან ადრეულ ასაკში, ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ – დედამ, მოახერხა და ქვეცნობიერი მესიჯი ჩადო ჩვენში: ,, იმისთვის რომ ბედნიერი იყო და სულიერი სიმშვიდე მოიპოვო საჭიროა ჰარმონიაში იყო სხვებთან, თუნდაც ამისთვის კომპრომისზე წასვლა მოგიხდეს“. გინდათ რომ ყველას ეწყობოდეთ, ყველას მოსწონდეთ და აქტიურად იყენებთ პრაქტიკაში ჩვენი დიდი წინაპრების სიბრძნეს – ,,ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.“
სავარაუდოდ, თქვენი დედიკო იმის მიღებას , რაც სურდა ქალური ხრიკების მეშვეობით ახერხებდა. იყენებდა შარმს, სილამაზეს, ან კიდევ სულ ფეხის წვერებზე დადიოდა, რომ კონფლიქტები აერიდებინა თავიდან. თქვენც ძალიან დიპლომატიური ხართ. ვერ იტანთ უხეშობას, კრიტიკას. მთელ ენერგიას უთანხმოებების არიდებაში ხარჯავთ.
თუკი ეს შეერთება ვერძში, ან მორიელში ხდება, მთლად ასეთი ბუნჩულაც არ იქნებით, მაგრამ ეშმაკობას კი მაინც შეგძენთ. კაცებს, ამ მაჩვენებლით, შესანიშნავად ესმით ქალების და ძალიან იზიდავენ მათ. ქალები კი ძალიან ფემინინურები არიან.
გაქვთ რაღაცნაირი შინაგანი შარმი. მთელი არსებით ჰარმონიისკენ ისწრაფვით. თანაგრძნობით ხართ სავსე. არ შეგიძლიათ სხვისი ტკივილის ყურება. ურთიერთობები თქვენი ემოციური მოთხოვნილებაა. სოციუმზე ემოციურად დამოკიდებული ხდებით. თქვენი განწყობილება სხვებზეა დამოკიდებული. დეპრესიულ შემოტევებს შოპინგით ან ჭამით იქარწყლებთ… თერაპიაა – ხელოვნებაც, თეატრი… არტი…
კაცები ამ მაჩვენებლით იოლად პოულობენ ცხოვრების თანამგზავრს, რადგან მისი იდეალები – თუ როგორი უნდა იყოს ცოლი, საყვარელი ქალი, მისი შვილების დედა, ერთმანეთთან თანხმობაშია.
რაც შეეხება ქალებს, ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესში. ძალიან იხდენენ ორსულობას, დედობას.. ხშირად კიდევ უფრო ლამაზდებიან შვილის გაჩენის შემდგომ და როგორც წესი ქორწინებიდან სწორედ იმას იღებენ, რაც სურთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია