თქვენ სტრესულ, კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების საოცარი უნარით გამოირჩევით. როცა ყველა პანიკაშია, თქვენ ყოველგვარი ემოციური ვნებათაღელვის გარეშე, ცივი გონებით უკიდურესად რაციონალური, ლოგიკური და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ. მშვიდი, სერიოზული, მიზანდასახული, ემოციურ დონეზე მომწიფებული და გაწონასწორებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ინდივიდი ხართ.
ყოველთვის ისე იქცევით, როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვები და თანაც ამას ისე აკეთებთ, საოცარ პატივისცემას იმსახურებთ გარშემომყოფებისგან. ვერ იტანთ უწესრიგობას, უდისციპლინობას, მიწას მოწყვეტილ ადამიანებს. ძალიან პროდუქტიული ბრძანდებით, ყოველთვის იმკით თქვენი თანმიმდევრული ქმედებების შედეგებს და საკუთარი თავით უკმაყოფილო იშვიათად ხართ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია