მთვარე სატურნის შეერთება

0
4310

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ ყოფილა დეპრესიაში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ახერხებენ თავს შემოუძახონ, ფეხზე დადგნენ და ნორმალური ფუნქციონირება გაააგრძელონ. ეს მთვარე სატურნის უარყოფითი ასპექტების (შეერთებაც უარყოფითია ამ შემთხვევაში) მქონე ადამიანებს არ ეხებათ. მათთვის დეპრესია ნორმაა. მართალია, გასათვალისწინებელია პლანეტების ნიშნებიც და სახლებიც, მაგრამ ფაქტი ერთია საშინელი მელანქოლიისკენ ხართ მიდრეკილი და თუ თავს არ შემოუძახეთ, შეიძლება ფიქრობდეთ რომ მარადიული ტანჯვისთვის დაიბადეთ.

სატურნი ყველას აკომპლექსებს, განსაკუთრებით კი მთვარეს. ჩვენში არსებულ პატარა, მოწყვლად და მშიშარა ბავშვს თავის გამოხატვის საშუალება ვერ ეძლევა. შეერთება დაახლოებით თხის რქა მთვარეა  – დაცემაში. ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ დაარწმუნონ გარშემომყოფები რომ არ საჭიროებენ მზრუნველობას, სიყვარულს და თვითონაც კომპლექსებით შეპყრობილებს გულქვებად და მატერიალისტებად გამოყავთ თავი, რეალურად კი იმდენად  ეშინიათ გულისტკენის, გამუდმებით დისტანციას ინარჩუნებენ და არასოდეს გამოხატავენ ემოციებს და გრძნობებს. მათ შეიძლება საკუთარ ემოციებზე კონტროლის მოპოვებაც გადაწყვიტონ, მთლიანად ჩაკეტონ ემოციური არხი და ამდენ ტკივილს ამჯობინონ საერთოდ არაფერი იგრძნონ. არის კვებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. თუკი იუპიტერი მთვარის ასპექტი მადას აძლიერებს, ეს პირიქით ამცირებს. ძალიან ცუდად ჭამთ… აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემებიც შეიძლება გქონდეთ.

ყველაფერი თქვენი დედიკოს ბრალია. ის სავარაუდოდ მკაცრი, ცოტა დისტანიური ადამიანი გახლდათ. სულიერ სიახლოვეს მასთან ვერ გრძნობდით. უფრო მეტად პატივს სცემდით, ვიდრე ემეგობრებოდით. შეიძლება მას თქვენთვის არც ეცალა, ძალიან დაკავებული იყო. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, შესაძლოა არც კი ჩაღმავებიხართ ამ ფაქტს და ნორმალურად გეჩვენებათ თქვენი და მისი ურთიერთობა. ფაქტი ერთია, ნაადრევად მოგიწიათ ემოციურ დონეზე მოწიფება, რადგან პატარა ასაკში დედისგან საჭირო სითბო, სინაზე,  სიყვარულის გამომჟღავნება და შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ნორმალურად ჩამოყალიბება-განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო მოგაკლდათ. ძალიან ადრე მოგიწიათ ,,გაზრდა“, საკუთარი თავის ხელში აყვანა, მაშინ როცა ჯერ კიდევ დედიკოს მოფერებას, დამშვიდებას საჭიროებდით და რაღაც ოჯახური პასუხისმგებლობების ხელში აღება. თქვენ მზად არ იყავით, გეშინოდათ… ჰოდა, ახლა პრობლემები გაქვთ, შიშები ,,დიდობაშიც“ გადმოიპარნენ. ქვეცნობიერ დონეზე ახლაც  გგონიათ რომ ვერ შეძლებთ.

არავის ენდობით. ეჭვი გეპარებათ თქვენდამი გრძნობებში. საკმარისია მზრუნველობა იგრძნოთ, შინაგანი ხმა ტერორს იწყებს, გარწმუნებთ რომ ეს ყველაფერი ყალბია, ეფემერული, საკმარისი არ არის. შეიძლება შვილის ყოლის პასუხისმგებლობისაც გეშინოდეთ, თუმცა თუ ეს ნაბიჯი გადადგით, მერე ძალიან სერიოზულად ეკიდებით. საკუთარ თავს ტანჯავთ რომ საკმარისად კარგი მშობელი არ ხართ (განსაკუთრებით ქალებს ემართებათ ეს), სიყვარული ვალდებულებად უფრო გექცევათ ხოლმე. წარუმატებლობის გეშინიათ, ეჭვებში ხართ. სულ კრახს გიგრძნობთ გული. აურა ბინძურდება. შიში პრობლემებს ძაღლებივით იზიდავს და თქვენც ის გემართებათ, რასაც ეჭვობდით.

უნდა გაიხსნათ, თქვენი შინაგანი სამყაროს გამოხატვა ისწავლოთ, ემოციების თავისუფლად გამომჟღავნება. ცოტა მარტივად შეხედეთ ყველაფერს. სამყაროში მუქი ტონების გარდა ღია, ნათელი, მხიარული ფერებიც არსებობს. არ არის ისე რთული სიხარულის მიზეზის პოვნა, როგორც თქვენ ფიქრობთ.   აპატიეთ სისუსტე საკუთარ თავს. არ არის საჭირო ამდენი სკეპტიციზმი, ირონია, სარკაზმი იმის გადასაფარად, რომ გეშინიათ. აუცილებლად გჭირდებათ მეტი პოზიტივი, უნდა ისწავლოთ სხვების და საკუთარი თავის რწმენა. იყავით მზად უარესი დღისთვის, ამას არავინ გიშლით, უბრალოდ აუცილებლად იფიქრეთ უკეთეს დღეებზე.

თუ ეს დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ სატურნის დაბრუნების შემდგომ ეტაპზე (30 წელს რომ გადააბიჯებთ), ცოტა უკეთ იგრძნობთ თავს, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე, მაინც არაფერი გამოვა.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია