როცა მთვარე, ჩვენი შინაგანი სამყარო და ემოციები ადამიანის რუკაზე უერთდება მერკურს, კომუნიკაციის პლანეტას, ეს მას საკუთარ გრძნობებზე საუბარს უადვილებს და საკუთარი ემოციების გარაციონალურებისკენ მიდრეკილებას უჩენს.
თქვენ გამუდმებით თქვენი შინაგანი სამყაროს გაანალიზების მცდელობაში ხართ. იშვიათად, რომ რამეს უბრალოდ გრძნობდეთ, უფრო მეტს ლაპარაკობთ რას განიცდით, ვიდრე განიცდით. ეს ერთი მხრივ პრობლემატურია, რადგან განმარტებების მცდელობაში ემოციების სიღრმეს ვერ სწვდებით, მაგრამ მეორე მხრივ, შესანიშნავ მრჩევლად გაქცევთ, რადგან ფსიქოლოგიური პრობლემების ლოგიკური გადაჭრის გზებს შეგიძლიათ მიაგნოთ.
მწერლისთვისაც შესანიშნავი ასპექტია. კარგი ემოციური მეხსიერება გაქვთ, ემოციურად საუბრობთ, გულში ჩამწვდომად და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობთ ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ. არც იუმორში მოიკოჭლებთ.
თუნდაც ძალიან მორცხვი იყოთ, როცა სულიერ სიახლოვეს იგრძნობთ, გულის გადახსნას იწყებთ. შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაფერზე, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს.. თუმცა ყველაზე მეტად მაინც საკუთარი მოგონებების შესახებ გიყვართ საუბარი და ადამიანური გრძნობების განხილვით ხართ დაკავებული. არც ოჯახური პრობლემების სააშკარაოზე გამოტანის გრცხვენიათ. ოღონდ, კიდევ ვიმეორებთ, ეს მხოლოდ ინტიმის შექმნის შემდგომ ეტაპზე ხდება.
ხშირად გეცვლებათ განწყობილება, ვერ იტანთ ერთფეროვნებას, ცნობისმოყვარე ხართ, გიყვართ ახალი ნაცნობობების გაბმა, ახალი ინფორმაციის მიღება თქვენთვის პირველადი მოთხოვნილებაა. ერთდროულად შეგიძლიათ უსმინოთ კიდეც და ილაპარაკოთ. ხშირად აწყვეტინებთ თანამოსაუბრეს, შეკითხვებით ერთვებით, საკუთარი აზრებით. შეიძლება ლაპარაკის დროს, კითხვის დროს, წერის დროს ჭამდეთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია