მთვარე მარსის დადებითი ასპექტი

0
9762

 

თქვენ ძალიან მგზნებარე, ტემპერამენტიანი, სექსუალური ადამიანი ხართ, თუმცა კარგად აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი ადვილად გეკიდებათ, იცით, როგორ მართოთ ეს ენერგია. ვერაფრით იგებთ, როგორ შეიძლება გიყვარდეს და ცემდე, ურტყამდე, დანაშაულს სჩადიოდე ამის გამო.

იმპულსური რეაქციები უცხოა თქვენთვის. საყვარელ ადამიანებზე ფარივით ხართ აფარებული, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებთ მათ დასაცავად. ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. დედა ძლიერი ქალია, რომელსაც პატივს სცემთ. სწორედ მან მიგაჩვიათ ემოციურ დონეზე დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას.

თქვენს შინაგან პრობლემებს თავადაც მშვენივრად უმკლავდებით,  არ საჭიროებთ გამუდმებით ლოლიავს და დანანავებას. შეიძლება სპორტული მონაცემებიც გქონდეთ, ან უბრალოდ სპორტით იყოთ დაკავებული. ჰობის დონეზე მაინც თუკი გექნებათ ეს სფერო, შესანიშნავია.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია