მთვარე იუპიტერის უარყოფითი ასპექტი

    0
    4067

    თქვენ პატარაობიდან გაფუჭებული ბავშვი ხართ. შეიძლება თქვენი დედიკო ძალიან გევლებოდათ თავს, ან კიდევ  ნიჭიერი იყავით და ყველაფერი მარტივად გამოგდიოდათ…  თქვენგან ბევრს მოელოდნენ. ამ ყველაფერმა გაგათამამათ… გაგაზარმაცათ. იღბალს უფრო მეტად ხართ მინდობილი, ვიდრე საკუთარ შესაძლებლობებს. ბედი კი არ უნდა დასცადოო, ნათქვამია.

    დიდი იდეები გაქვთ. მთლად კარგად ჩამოყალიბებული არა, მაგრამ მაინც მთელი არსებით რომ გწამთ. ცოტა ხანს აიტაცებთ, მიჰყვებით… მერე უცებ მოგწყინდებათ და სხვა ვაგონზე გადახტებით.  საოცრად მოწყურებული ხართ ემოციურ თავგადასავლებს. უკიდურესად ემოციური ხართ და თან ამ ემოციების შეკავება გიჭირთ.

    ძალიან კეთილი გული გაქვთ,  ცდილობთ ადამიანებს საუკეთესო მხრიდან უყუროთ. ადვილად პატიობთ, ადვილად უშვებთ თქვენში ყველას. ბევრს გასცემთ. განსაკუთრებით დაპირებებს. რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვით. თუმცა ხშირად ვერ ასრულებთ სიტყვას და ამიტომ ცოტა უპასუხისმგებლო და არასაიმედო ადამიანის რეპუტაციითაც შეიძლება სარგებლობდეთ.

    ებრძოლეთ სიზარმაცეს, ზედაპირულობას… გამოიმუშავეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ნუ დაჰპირდებით, რის შესრულებაც არ შეგიძლიათ და თუ დაჰპირდით შეასრულეთ. ასე სამყაროს კეთილგანწყობას დაიბრუნებთ.

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია