ეს გენიოსობის ასპექტია, ინტუიციასთან შერწყმული მათემატიკურ-გამომგონებლური გონება. კარგი მენტალური შესაძლებლობები გაქვთ. შესანიშნავი ,,გარტყმები“. სრულიად მოულოდნელად და გაუაზრებლად შესანიშნავი იდეა შეიძლება ,,დააბრეხვოთ“. ექსპერიმენტული აზროვნებისკენ ხართ მიდრეკილი. ორიგინალურად აზროვნებთ, ჩარჩოების გარეშე. ძველი ამოცანების ამოხსნის ახლებურ მეთოდებს ეძებთ. სწავლობთ ენთუზიაზმით. გაინტერესებთ ტექნოლოგიური თუ მეცნიერული სიახლეები, თანამედროვე კომპიუტერები, ელექტრონული გაჯეტები. მომავლის მოაზროვნე ხართ და კომუნიკაციის პროცესში ძალიან საინტერესო და არაორდინალური.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია