,,წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა – ლოგიკა მიგიყვანს ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, წარმოსახვა ყველგან“ – ცნობილი თევზების ეს გამონათქვამი ყველაზე მეტად უხდება მერკურისა და ნეპტუნის ალიანსსს.
მდიდარი ფანტაზია გაქვთ და მოვლენების არსს ინტუიციურად წვდებით. თქვენ უბრალოდ იცით ის, რაც საერთოდ არ გისწავლიათ. რა თემაზეც არ უნდა ლაპარაკობდეთ, ელემენტარულ ცოდნას წარმოსახვით ისე შეავსებთ, თქვენი გაჩუმება შეუძლებელი იქნება. ინფორმაციას კი არ გადმოსცემთ, თხზავთ. ამიტომაც არის ყველაზე ხშირი ეს ასპექტი მწერლების რუკაში. განსაკუთრებით ფენტეზი, ბელეტრისტიკა. ძალიან, ძალიან შემოქმედებითი გონების მფლობელი ხართ და საოცარად მოქნილი ლოგიკის.
ისე ლაპარაკობთ, რა მართალია და რა ფიქცია, გაუგებარი რჩება. ამ მაჩვენებლის მქონე პოლიტიკოსების საუბარში გამოჭერა ფაქტობრივად შეუძლებელია.. სხლტებიან.. ისე არიდებენ თავს შეკითხვას, ისე გადადიან სხვა თემაზე, ჟურნალისტებსაც კი აბნევენ, არათუ გამოუცდელ თანამოსაუბრეს… ალბათ იმიტომ რომ საინტერესოდ საუბრობენ.
ერთი ანეგდოტია ასეთი: ანატომიის გამოცდაზე შედის სტუდენტი, რომელმაც არაფერი იცის, მხოლოდ რწყილის აგებულება. უსვამენ შეკითხვას ძაღლის შესახებ.. ის იწყებს – ძაღლი ოთხფეხა ცხოველია, რომელსაც აქვს ბეწვი და ამ ბეწვში შესაძლოა ბინადრობდეს რწყილი. რწილი მწერების რიგიდანაა. იგი ცხოველების და ფრინველების პარაზიტია… ბლა და ბლა… გამომცდელები აწყვეტინებენ და სთხოვენ ამჯერად დათვის შესახებ ისაუბროს. ის იწყებს – დათვი ოთხფეხა გარეული ცხოველია, რომელსაც აქვს ბეწვი და ამ ბეწვში შეიძლება ბინადრობდეს რწყილი…. გამომცდელები იღლებიან. სთხოვენ ისაუბროს თევზზე. ის არ იბნევა – თევზი წყლის ხერხემლიანი ცხოველია, რომელსაც აქვს ფარფლები, რომ არ ჰქონოდა ფარფლები და ჰქონოდა ბეწვი….
რთული მოსახელთებელი ხართ. მეზღაპრე. ფანტაზია და მარჯვე…ლოგიკა. ტყუილებიც შეგიძლიათ. თანაც ისე, ბუნებრივად… ყოველგვარი გამორჩენის გარეშე. ძველ საბერძნეთში, ბავშვებს ტყუილისთვის არასოდეს სჯიდნენ, რადგან მათი აზრით, ეს ჭკუის და კარგი შემოქმედებითი უნარების მაჩვენებელი იყო. მეტიც, აჯილდოვებდნენ კიდეც, თუკი ერთი რომელიმე მოსწავლე მეორეს გაბრიყვებას მოახერხებდა. იმ ეპოქაში ალბათ ძალიან ნიჭიერად ჩაგთვლიდნენ. პატივცემულიც იქნებოდით.
ახლაც შეგიძლიათ ამ პოტენციალის თქვენთვის სასარგებლოდ გამოყენება, მაგრამ ძველბერძნული მეთოდით არა. ეს არც ისე კარგად აისახება თქვენს რეპუტაციაზე და .. არ გირჩევთ. სჯობს ისევ ფენტეზი ფენტეზად დავტოვოთ, რეალობა რეალობად და თქვენი ნიჭი სხვანაირად გამოიყენოთ: ლიტერატურაში, დიპლომატიაში, მარკეტინგში, ხელოვნებაში, მუსიკაში, ფოტოგრაფიაში, მხატვრობაში… სიმბოლოებით, ნახატებით, ბგერებით, სიუჟეტებით შესანიშნავად ახერხებთ აზრების გადმოცემას.
ადამიანის ფსიქიკაშიც კარგად ერკვევით. ახალგაცნობილ ადამიანებს ,,გრძნობთ. გარშემომყოფების შინაგან განცდებს გადასარევად ხვდებით.
გულმავიწყი ხართ, თავიდან ხშირად ,,გვარდებათ“ რაღაცეები, ან არასწორად იმახსოვრებთ. უარყოფით გამოვლინებაში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ. აზრების გამოხატვასთან დაკავშირებული პრობლემები. შეიძლება გაურკვევლად საუბრობდეთ, ბუნდოვნად და ქაოსურად. თავშიც, ფიქრებშიც ქაოსი შეიძლება გქონდეთ.
დიდი ალბათობაა, რომ კონცენტრაციის ნაკლებობა გაწუხებდეთ. გაკვეთილზე, ლექციებზე, წიგნის კითხვის დროს შეიძლება გონება სხვაგან გაგიფრინდეთ და მთელი ინფორმაცია გამოტოვოთ. კარგი იქნება თუ ამაზე იმუშავებთ. ნაადრევი სკლეროზი რომ თავიდან ავირიდოთ ფოკუსირება უნდა ისწავლოთ. ტვინსაც სჭირდება ვარჯიში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია