მერკური  იუპიტერის უარყოფითი ასპექტი

0
6826

უმაღლესი განათლების მიღების პრობლემა, პრობლემები უნივერსიტეტში, კონფლიქტები ლექტორებთან. შეიძლება იმდენი სასწავლებელი გამოიცვალოთ, 4-ის მაგივრად 10 წელი ისწავლოთ ხარისხის მისაღებად.

კომუნიკაციის პროცესში  ძალიან სიტყვაუხვი ადამიანი ხართ. ზედმეტად.  ვერც ხვდებით ისე გადადიხართ დიალოგის რეჟიმიდან მონოლოგის რეჟიმზე. რომელიმე იდეაზე მსჯელობისას დემაგოგად შეიძლება იქცეთ. ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი, ყველაფერი იცით. გურუ ხართ. ფილოსოფოსი.  გინდათ თქვენი საუბრით შთაბეჭდილება მოახდინოთ.

უარყოფით გამოვლინებაში შეიძლება იმდენად გჩვეოდეთ გაზვიადება, ტრაბახი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ და ადამიანები არ გიჯერებდნენ. შეიძლება იყოთ კიდეც მატყუარა, ოღონდ რამე გამორჩენის მიზნით კი არა, უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. მაგალითად,  ხელფასის ორმაგი რაოდენობა შეიძლება დაასახელოთ, ან სამმაგი ვიდრე გაქვთ, თქვათ, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი თქვენი ახლო მეგობარია, როცა შეიძლება ერთხელ გყავდეთ ნანახი….

დაპირებებშიც გულუხვი ხართ, ხანდახან ზედმეტად გულუხვი, ამიტომ ხშირად მათი შესრულება თქვენს ძალებს აღემატება. არ გჭირდებათ ეს! არავის სჯერა! თქვენი პოტენციალის დადებითად გამოყენების შემთხვევაში –  კარგი ორატორული უნარები გექნებათ,   კარგი ავტორიტეტი, კარგი ნაცნობები და შეიძლება ისეთი დიდი პატივისცემა დაიმსახუროთ, მართლაც ბრმად გენდობოდნენ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია