თქვენს სახლში იმდენად ბევრი და განსხვავებული სახის ინფორმაცია იყო, იმდენი განსხვავებული აზრი, მიმართულება დაკარგეთ. ჰარმონიული მერკურის შემთხვევაში, ეს განათლებულ მშობლებს ნიშნავს, რომლებიც თქვენს განათლებაზე ზრუნავდნენ, თუმცა თუკი მერკური დაზიანებულია, მშობლებთან მთლად სასიამოვნო ურთიერთობა ვერ გექნებოდათ. შესაძლოა ყურადღებას გაქცევდნენ, მაგრამ ოჯახის სრულუფლებიან წევრად არ მიგაჩნდათ თავი, რადგან თქვენი შეკითხვები უპასუხოდ რჩებოდა. სერიოზულად ვერ აღგიქვამდნენ. მიუხედვად იმისა, რომ ერთ-ერთი მშობელი (განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის მშობელი) გამუდმებით ახერხებდა თქვენი გონების სტიმულირებას, ხდებოდა ისე, რომ ყველაფერზე თქვენგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ნელ-ნელა კავშირი გაწყდა. ოჯახის წევრებისგან გაუცხოვდით. ექსტრემალურ სიტუაციებში ისიც არის შესაძლებელი, რომ რომელიმე მშობელი ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებოდა, ან ძალიან დიდ მენტალურ სტრესს იღებდით მისგან. სახლში სტაბილური სიტუაცია არ იყო, უამრავი ცვლილება ხდებოდა
დაზიანებული მერკურის პირობებში, პრობლემები გექნებოდათ სკოლაშიც. გექნებოდათ კომუნიკაციის პრობლემაც. სავარაუდოა, რომ დამეგობრება, ჯგუფის წევრობა გიჭირდათ. განდევნილად გრძნობდით თავს. სწავლისთვის სტიმული არ გქონდათ. სკოლა გახრჩობდათ. ყველაფერი მალ-მალე გბეზრდებოდათ. მიმართულება გაკლდათ. ამდენმა თავს მოხვეულმა ინფორმაციამ თავგზა აგიბნიათ, თუმცა დროთა განმავლობაში მათგან საუკეთესოს ამორჩევა დაიწყეთ. თქვენ გაფართოვდით გაიაზარდეთ. ოჯახი, ახლო წრე უკვე აღარ გაკმაყოფილებთ. მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვით. ცვლილებებისკენ მიდრეკილება ჩამოგიყალიბდათ. რუტინა აუტანელი გახდა. სხვა კულტურების, განსხვავებული ადამიანების შესწავლა დაიწყეთ. საკუთარი მსოფლმხედველობის შექმნა და სწავლება. ყველაზე მთავარი თქვენთვის ცხოვრებისეული გამოცდილების აღება გახდა, რადგან თეორიულმა ცოდნამ ბევრი ვერაფერი მოგცათ. სწორედ ამგვარ, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობილ ცოდნას უზიარებთ სხვებს და არა წიგნებიდან თუ სხვა ადამიანებიდან ნასწავლს. მოსწავლის პოზიციიდან მასწავლებლის პოზიციაში გადახვედით.
თქვენ არ საუბრობთ ადამიანების შესახებ, თქვენ საუბრობთ ადამიანებთან. კარგი იუმორი გაქვთ, გიყვართ ადამიანების გაბედნიერება. ,,სიცილი საუკეთესო თერაპიაა“. პოზიტივს დაეძებთ მუდამ და საზოგადოებაშიც ცდილობთ იღბლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ, რომელმაც იცის ცხოვრების, სიხარულის და ბედნიერების ფასი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია