მედიუმ ქოელი მორიელში

    0
    17750

    თქვენთან, ოჯახში მიიჩნევდნენ, რომ ოჯახური პრობლემები პირადული ხასიათის იყო და სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასულიყო. ამის შესახებ გარეთ საუბარი გეკრძალებოდათ. თუკი ვენერა დაზიანებულია, ნიშნავს, რომ საწინააღმდეგო სქესის მშობლისგან მხარდაჭერა გაკლდათ. დედა შესაძლოა ძლიერი ადამიანი იყო, რომელიც გარესამყაროსთან ურთიერთობაში გარკვეულ მითითებებს გაძლევდათ და გეხმარებოდათ, თუმცა თქვენი შინაგანი სამყაროთი დიდად არ ინტერესდებოდა. ის არასოდეს გისაბუთებდათ რამეს – გააკეთე რასაც გეუბნები, ზედმეტი კითხვების გარეშე! ოჯახში თქვენს ინტერესებზე მაღლა სხვების ინტერესები იდგა. სხვა წევრების მოთხოვნილებები და საჭიროებები რათომღაც თქვენსაზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა. რადგან თქვენ მათთან ერთიანობის განცდა გსურდათ, თავდაცვითი მექანიზმების წყალობით სხვების ინტერესების დაკმაყოფილებაზე გადაერთეთ, დროთა განმავლობაში თქვენი, საკუთარი მოთხოვნილებები დაივიწყეთ. აკეთებდით ყველაფერს, რაც სხვებს სჭირდებოდათ.

    ახლაც კმაყოფილი მაშინ ხართ, როცა საჭირო ხართ და როცა თქვენ მართავთ სიტუაციას. ვერ იტანთ, როცა მოვლენების განვითარებას ვერ აკონტროლებთ. ძლიერი ადამიანის იმიჯი მოგწონთ. ადამიანის, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ამის დასამტკიცებლად თავი შეიძლება გადაიწვათ. ,,მე მინდა, რაც მინდა, როცა მინდა და ვერავინ შემაჩერებს“ – ეს არის თქვენი ცხოვრებისეული კრედო. უნდა ისწავლოთ ენერგიის დაზოგვა და რეზერვაცია. უნდა ისწავლოთ ზომიერების დაცვა. განსაზღვროთ საკუთარი რესურსების ლიმიტი, მიუხედვად იმისა, რომ კარგი რეგენერაციის უნარი გაქვთ.

    თქვენ ინსტინქტურად ხვდებით სამყაროსეულ კანონებს, ციკლს, იერარქიას, წესრიგს. გსურთ რომ ცხოვრების აზრს ჩასწვდეთ, მნიშვნელობებს ეძებთ ყველაფერში.   თუმცა ბავშვობის ტრავმების წყალობით, გაქვთ შეგრძნება, რომ თუკი თქვენს შინაგან სამყაროს სააშკარაოზე გამოიტანთ, არავის ეყვარებით. ამიტომ რეალურ სახეს მალავთ, ნიღაბს ატარებთ საზოგადოებაში. კომპლექსებმა ეჭვიან ტიპაჟად გაქციათ, ხანდახან გეჩვენებათ რომ შეთქმულებას გიწყობენ, ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკობენ… გაგიჟებთ იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლება რამე არ იცოდეთ. ხაზებს შორის კითხულობთ. ზედაპირს არ ენდობით. კედლებს ანგრევთ, რომ ნახოთ, შიგნით რა ხდება. ამიტომ ამ მაჩვენებლით ბევრი ჰაკერი იბადება.. სხვის პირად სივრცეში შეღწევის საოცარ უნარს ფლობთ, თუმცა ამით ბოროტად არ სარგებლობთ. შურისმაძიებელი ხართ, მაგრამ როცა სისუსტეებს ამჩნევთ და აღმოაჩენთ რომ მანიპულირების საშუალება გაქვთ, მოწყალებას მოიღებთ ხოლმე და თავს ანებებთ.

    შინაგან დონეზე სიმშვიდეს მაშინ მოიპოვებთ, როცა თქვენი სახლი გექნებათ, თქვენი ოჯახი, რომელიც სილამაზით, სიმყუდროვით და საიმედოობით იქნება სავსე. გეყოლებათ ადამიანები, რომელზეც იზრუნებთ და უზრუნველყოფთ მატერიალურ დონეზე. თქვენ ესთეტიკა გჭირდებათ. ხელოვნება და მუსიკა.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია